დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოცვის მწარმოებელი Memoberry საკონსერვო წარმოებას ყიდის

მოცვის მწარმოებელი Memoberry საკონსერვო წარმოებას ყიდის

2024-04-25 14:00:00

ლურჯი მოცვისა და ჯემების მწარმოებელი  ქართული კომპანია Memoberry საკონსერვო წარმოებას ყიდის. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საწარმოს მფლობელმა ეკატერინე ჭყოიძემ განუცხადა. 

„გადავწყვიტეთ საკონსერვო წარმოება გავყიდოთ, რადგან საკმაოდ რთულია სხვა მეწარმეებს ფასში გავუწიოთ კონკურენცია. რადგან სხვა ნედლეული, თუ არ ჩავთვლით ხილს იმპორტირებული გვაქვს, მათ შორის კონსერვანტები, ქილები და შაქარი. შიდა ბაზარი საკმაოდ მცირეა და მასზე გათვლის გაკეთება არ არის რენტაბელური. რაც შეეხება ექსპორტს, აქ იმპორტირებული ინგრედიენტების გამო, სხვა მოთამაშეებს კონკურენციას ვერ ვუწევთ“, - ამბობს ეკატერინე ჭყოიძე. 

მისი თქმით, ის ტექნოლოგიები რასაც  Memoberry-ის საწარმო ფლობს პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი.  „საწარმოში წვენების ჩამოსხმა და სოუსების წარმოებაც არის შესაძლებელი. საკონსერვო წარმოება გასაყიდად უკვე გამოვიტანეთ და იმედი გვაქვს წარმატებას ამ კუთხით სხვა მეწარმე მიაღწევს“, - ამბობს ეკატერინე ჭყოიძე. 

მანამდე კომპანია Memoberry ლურჯი მოცვისა და ჯემების წარმოების გაფართოებას გეგმავდა.

„2023 წელს პოლონეთსა და გერმანიაში გავიტანეთ ექსპორტზე ჩვენი პროდუქცია, რაც ჩვენთვის ახალი და მნიშვნელოვანი ბაზრებია“, - აცხადებდა ეკატერინე ჭყოიძე.

Memoberry-ის ჯემები საქართველოში რამდენიმე ჰიპერმარკეტში იყო წარმოდგენილი.  საოჯახო კომპანია 2017 წელს შეიქმნა და სამეგრელოში ლურჯი მოცვის პლანტაციებს ფლობს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები