დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთავარი ამოცანაა, რომ საჯარო ადმინისტრირების გზით, ბიზნეს ინტერესების შელახვის გარეშე, დაბალანსებულად ვარეგულიროთ პაციენტის უფლებები - მიხეილ სარჯველაძე

მთავარი ამოცანაა, რომ საჯარო ადმინისტრირების გზით, ბიზნეს ინტერესების შელახვის გარეშე, დაბალანსებულად ვარეგულიროთ პაციენტის უფლებები - მიხეილ სარჯველაძე

11-06-2024 15:00:00

მე უპირატესობას ვანიჭებ ე.წ. პრუდენციული რეგულირების მეთოდიკას, რომელიც ჯანდაცვის სექტორში სამართალ დარღვევების პრევენციას გულისხმობს, - ამის ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა. მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ  ეს არის საუკეთესო მეთოდი, რომ ქართული ჯანდაცვის რეპუტაცია გაიზარდოს.

„ყველამ თავისი როლი მკაფიოდ უნდა განსაზღვროს მკაფიოდ. არ შეიძლება ჩვენ სახელმწიფომ წამოვიკიდოთ მხრებზე ისეთი რამ, რაც ჩვენი გასაკეთებელი არ არის და პირიქით, კერძო სექტორმა აკეთოს ისეთი საქმე რაც სინამდვილეში საჯარო სექტორის საკეთებელია. აუცილებელია, რომ იყოს კომფორტული სინერგია. არამც და არამც ეს არ იქნება არც კონკურენციაში შესვლა და მკაფიო დისონანსები. პირიქით ვფიქრობთ, რომ როდესაც სამედიცინო სერვისის მიმწოდებელია კერძო დაწესებულება ის აკეთებს იმ საქმეს, რომლის მიზანიც ჩვენ გაქვს, რომ პაციენტი იყოს უზრუნველყოფილი. თუმცა ამას სჭირდება მხარდაჭერა საჯარო სამართლებრივი არხებით და მეთოდებით და ბუნებრივია, რომ აქ არის სახელმწიფოც. არის გარკვეული სერვისები, რომელიც რენტაბელობის თვალსაზრისით არ იყოს კონკრეტულ ვითარებაში და კონკრეტულ შემთხვევაში საინტერესო კერძო სექტორისთვის, სხვადასხვა მიზეზის გამო, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო შეავსებს ის ნაკლოვანებები, რომელიც შეიძლება სისტემას ჰქონდეს. აი ასეთია ზოგადი მიდგომა. 
ახლა რაც შეეხება კონკრეტულ იდენტიფიცირებულ საჭიროებებს, გარდა ადმინისტრირებისა სამწუხაროდ არის გარკვეული სექტორები, რომელიც ნაკლებად პოპულარულია  კერძო სექტორში და აქ სახელმწიფოს უწევს, რომ გარკვეული ჩარევები, გარკვეული ინტერვენციები განახორციელოს. ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ კონკრეტულ სამედიცინო სექტორში მომუშავე ორგანიზაციები გამართოს და შესაბამისად მათი მეშვეობითაც იყოს სერვისი მიწოდებადი. ვნახოთ როგორ წარიმართება. ამას დრო გვაჩვენებს, კონკრეტული კონიუნქტურაც განსაზღვრავს ამას ყველაფერს, მაგრამ თვითმიზანი არ შეიძლება გვქონდეს, რომ ან ყველაფერი სახელმწიფო იყოს ან ყველაფერი - კერძო. ან თუნდაც, რომელიმე კონკრეტული თანაფარდობა არსებობდეს. ამას ყველაფერს გვაჩვენებს დროც და შესაძლებლობებიც და ზოგადად კონიუნქტურა. მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენ საჯარო ადმინისტრირების გზით, დაბალანსებულად ვარეგულიროთ პრიორიტეტი პაციენტის უფლების და პაციენტის ინტერესის, მაგრამ იმავდროულად ბიზნეს ინტერესების შელახვის გარეშე, გაუმართლებელი წნეხი რა თქმა უნდა არ იქნებოდა მისაღები, ვინაიდან ეს არის ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც უნდა განვითარდეს პროცესები. უნდა განვითარდეს კერძო სექტორიც თავის მხრივ ამოცანები, რომელსაც სახელმწიფო დააკისრებს ეს იქნება მიღწევადი და განხორციელებადი, მართალია ამბიციური, მაგრამ მაინც მიღწევადია. ასეთია ჩვენი მიდგომა. მე უპირატესობას ვანიჭებ ე.წ. პრუდენციული რეგულირების მეთოდიკას, რომელიც გულისხმობს მაგალითად სამართალ დარღვევების პრევენციას ჯანდაცვის სექტორში. ეს არის საუკეთესო მეთოდი, მათ შორის იმისთვის, რომ ქართული ჯანდაცვის რეპუტაციაც გაიზარდოს, რაც აუცილებელია რადგანაც ბოლო ხანებში გვაქვს გარკვეული არც თუ სასიამოვნო შემთხვევები. ბუნებრივია ასეთი ინციდენტები გარკვეულ პრობლემებს ბადებს და გარკვეული გაუმჯობესება ამ მიმართულებით მოითხოვება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები