დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთავრობა იპოთეკური სუბსიდირების პროგრამაში წამახალისებელი მექანიზმების შემოღებას განიხილავს

მთავრობა იპოთეკური სუბსიდირების პროგრამაში წამახალისებელი მექანიზმების შემოღებას განიხილავს

04-12-2023 16:20:26

მზად ვართ, დამატებითი წამახალისებელი მექანიზმები შემოვიღოთ იგივე იპოთეკური სუბსიდირების პროგრამაში, მაგრამ ეს უნდა იყოს კონკრეტულ მიზანთან მჭიდრო კავშირში, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მიმდინარეობს კვლევა და სწორედ კვლევაზე დაფუძნებით უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული.

მინისტრი აცხადებს, რომ პროგრამის ძირითადი არსი არის ის, რომ მოსახლეობას საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდეს.

„რა თქმა უნდა, ეს ირიბად უკვე დაკავშირებულია სამშენებლო სექტორის წახალისებასთან, მის განვითარებასა და ზრდასთან, თუმცა ამოსავალი მიზანი არის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. თქვენ იცით, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით შექმნილია დემოგრაფიული საბჭო, რომელიც მსჯელობს ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და დღეს მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ძალიან დეტალური კვლევები იმის დასადგენად, თუ რა არის წამახალისებელი ფაქტორები, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანების სოციალური და დემოგრაფიული პირობები გაუმჯობესდეს. ჩვენ მზად ვართ, რომ დამატებითი მოტივატორები, დამატებითი წამახალისებელი მექანიზმები შემოვიღოთ იგივე იპოთეკური სუბსიდირების პროგრამაში, მაგრამ ეს უნდა იყოს კონკრეტულ მიზანთან მჭიდრო კავშირში, ამიტომ კვლევაზე დაფუძნებული უნდა იყოს ეს გადაწყვეტილებები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დემოგრაფიული საბჭოს ფარგლებში ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ მომავალი წლის დასაწყისში, როდესაც გვექნება კვლევის სრულყოფილი სურათი და შესაბამისად, საზოგადოებას ახალი წამახალისებელი მექანიზმების შესახებ მივაწვდით ინფორმაციას“, - აღნიშნა ჟურნალისტების კითხვის პასუხად მინისტრმა.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები