დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარების მარეგულირებელ სპეციალურ კანონპროექტზე მუშაობს

მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარების მარეგულირებელ სპეციალურ კანონპროექტზე მუშაობს

24-11-2023 09:00:19

მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარების მარეგულირებელ სპეციალურ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც დღის შუქს უახლოეს ხანებში იხილავს. როგორც Business Insider Georgia-სთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქვს და ის დაარეგულირებს გარკვეულ საკითხებს სოფლის მეურნეობის და ასევე სოფლის ნაწილში.

„ჩვენ არ გაქვს სოფლის მეურნეობის სექტორში ჩარჩო მარეგულირებელი კანონი, როგორიც არის იგივე ევროკავშირის ქვეყნებში. და სწორედ ასეთი კანონპროექტის შექმნაზეა საუბარი, რომელიც გარკვეულ საკითხებს დაარეგულირებს სოფლის მეურნეობის და ასევე სოფლის ნაწილში. საუბარია კანონპროექტზე სოფლის და სოფლის მეურნეობის შესახებ. დანარჩენ დეტალებზე მალე გვექნება საუბრის საშუალება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები