მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს მიშა ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მთავრობის სტრატკომის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი Facebook-ზე წერს.
მიშა ფეიქრიშვილი ამ დრომდე ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი, პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი იყო.
„წარმატებები მიშას ურთულეს, მაგრამ საინტერესო საქმეში. ბევრი კარგი ამბები და დღეები. დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ადგილს მიშას ვაბარებ“, - წერს ნინო გიორგობიანი.
უახლესი
20 საათის წინ
„ნუშიკოს ბაღი“ გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას გეგმავს22 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა22 საათის წინ
ბათუმში, Grand Mall-ში კავეას კინოთეატრი გაიხსნა23 საათის წინ
თიბისის მობალბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა