დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მზეთამზე“ წარმოებას აფართოებს და პურის ბაზრის 20%-ის დაკავებას გეგმავს

„მზეთამზე“ წარმოებას აფართოებს და პურის ბაზრის 20%-ის დაკავებას გეგმავს

2024-01-19 11:00:00

ადგილობრივ პურის ბაზარზე 20%-იანი რესურსი არსებობს, რათა ეს ნიშა ხარისხიანმა, მარგებელმა პროდუქტმა შეავსოს.  დღეში 2,5 - 3 მილიონამდე ცალი პური იწარმოება. ბაზრის 20%-ს საბოლოოდ 3-დან 5-წლამდე პერსპექტივაში დავფარავთ, - განუცხადა Business Insider Georgia-ს „გემოვანის“ თანადამფუძნებელმა ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომლის კომპანიაც 10 დასახელების პურს „მზეთამზეს“ ბრენდით აწარმოებს.

როგორც „გემოვანის“ თანადამფუძნებელი ამბობს, კომპანია წარმოების მასშტაბს ზრდის და მცირე და საშუალო საწარმოებთან თანამშრომლობას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ,,გემოვანის“ ტექნოლოგიით დამზადებული პური ქსელურ მარკეტებში  ,,მზეთამზეს“ ბრენდით გაიყიდება.

კომპანიას უკვე ჰყავს პირველი პარტნიორი.  

„პირველი ხელშეკრულება თბილისში, ვარკეთილში მდებარე საწარმოსთან გაფორმდა. შპს „სიმი“ ბრენდირებულ პურს არ აწარმოებს, თუმცა ხარისხიან პროდუქტს ამზადებენ. საწარმო ამ პროცესში უკვე ჩაერთო  და  ქსელში „მზეთამზეს“ ბრენდით აქ დამზადებული პური უკვე  იყიდება“, - ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

მეწარმე ამბობს, რომ ანალოგიური პროექტის განხორციელებას არტიზანული პურის წარმოებაშიც გეგმავს და ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

„ამ პროექტით საწარმოო პროცესში დეცენტრალიზებულად ჩავრთავ სხვადასხვა მცირე და საშუალო საწარმოებს, გავაკონტროლებთ ხარისხს „გემოვანის“  ნიშნით. ეს პური გაიყიდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და იქნება აუცილებლად მარგებელი.  პური არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, მასში ყველა ქიმიური მიკროელემენტი და ვიტამინია, რომელიც ამ პროდუქტში უნდა იყოს“, - ამბობს მეწარმე.

კომპანია „მზეთამზე“ 2015 წლიდან ქართული ხორბლის ენდემური ჯიშებისგან ამზადებს ფქვილს და მარგებელი ტექნოლოგიით, ბუნებრივი საფუვრის გამოყენებით აცხობს პურს. კომპანიის ნაწარმი ყველა ქსელურ მარკეტში იყიდება. „მზეთამზეს“ ბრენდით პურის 10 სახეობა ცხვება, აქედან 5 არტიზანულია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები