ჯანდაცვის მინისტრმა ბავშვთა ონკოლოგიაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული პროგრამამნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გამოსავლებს , ასევე მიმდინარე პერიოდში სამედიცინომომსახურეების ხარისხსაც.
„ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებული პრობლემა ძალიან მძიმე იყო. უკმაყოფილება მოდიოდა მშობლების მხრიდან, როგორც კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების, ისე ექიმების მიმართ. სისტემის ამოქმედება ძალიან რთულია, ეს სხვადასხვა მაღალკვალიფიციურექიმებთან, ტექნოლოგიებთან და ჩვენს გეგმებთანაა დაკავშირებული,ვგულისხმობ რესპუბლიკურსაავადმყოფოს.
ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებასაც ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს დროში გაწელილი პროცესია,ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამბავშვებისთვის მკურნალობა საზღვარგარეთ შეგვეთავაზებინა. სახელმწიფოს დაფინანსებით ისინიდიაგნოსტიკასა და მკურნალობას თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებშიშეძლებენ.
სამივე ქვეყანაში 30-მდე ბავშვი მკურნალობს.ვამატებთ პროვაიდერებს. ვფიქრობთ, რომ ესეცძალიან წარმატებული პროექტია, ვინაიდან , ჩვენ კარგად დავინახეთ, თუ როგორი უნდა იყოს კარგადგამართული ბავშვთა ონკოლოგია. ამ გამოცდილებას მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების კმაყოფილებაც.
რაც შეეხება, ონკოლოგიურ ქირურგიას, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნისმასშტაბით ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთაწლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.
ასევე, ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიურიმედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. აღნიშნული წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულმედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთასრულ საჭიროებებს დაფარავს“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
უახლესი