პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი (დაჩი) ბერაიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ირაკლი (დაჩი) ბერაია იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, აღნიშნული თანამდებობა შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან, შესაბამისად, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ირაკლი ბერაიასთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს.
უახლესი
3 საათის წინ
„ჭოტიაშვილის ღვინის სახლი“ უკვე თბილისშია4 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან ისევ გამყარდა