პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ. დარჩიაშვილს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციონერი დეპუტატები იწვევენ. ოპოზიციური პარტიის წევრებს მინისტრისგან აინტერესებთ, უწარმოებია თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია, ან გაუკეთებია თუ არა აქამდე განცხადება იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში ჩართვა მათ სამართლებრივ მდგომარეობას საფრთხეს არ უქმნის და არის თუ არა გეგმაში ამგვარი კამპანიის წარმოება.
ოპოზიციას ასევე აინტერესებს, იგეგმება თუ არა დამატებითი საკონსულოების შექმნა, რათა საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გაიხსნას.
უახლესი
13 საათის წინ
„ნუშიკოს ბაღი“ გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას გეგმავს15 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა15 საათის წინ
ბათუმში, Grand Mall-ში კავეას კინოთეატრი გაიხსნა16 საათის წინ
თიბისის მობალბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა