დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირველად ქართული მედიცინის ისტორიაში, საქართველოს სერტიფიცირებული რობოტული ქირურგების გუნდი ჰყავს

პირველად ქართული მედიცინის ისტორიაში, საქართველოს სერტიფიცირებული რობოტული ქირურგების გუნდი ჰყავს

16-01-2024 15:56:00

პირველად ქართული მედიცინის ისტორიაში, საქართველოს ჰყავს სერთიფიცირებული რობოტული ქირურგების გუნდი და სერვის-ინჟინერი. ამის შესახებ ინფორმაციას MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი ავრცელებს. 

გუნდის მიერ ჩატარებულია ურთულესი რობოტული ქირურგიული ჩარევები: რადიკალური ცისტექტომია; ლიმფადენექტომია; რადიკალური ნეფრექტომია; თირკმლის რეზექცია; შარდსაწვეთის რეიმპლანტაცია; მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის პლასტიკა. 

„რობოტული ქირურგიის მეთოდი დიდ კომფორტს უქმნის როგორც პაციენტს, ასევე ქირურგს. ის საშუალებას იძლევა ოპერაცია ჩატარდეს ძალიან მომცრო სადინარებში, მინიმალური ინვაზიით.

შარდის შეუკავებლობის მკურნალობა რობოტული ქირურგიით უკეთესია, ვიდრე ღია ოპერაციით. ეს დამოკიდებულია ქირურგის გამოცდილებაზე. ზოგადად, ჩვენს პაციენტებში ეს პრობლემები მინიმალური და დროებითია.

უროლოგია არის ერთ-ერთი სფერო, სადაც ყველაზე ხშირად გამოიყენება რობოტული ქირურგიის სისტემა. როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, თურქეთშიც, და ვინჩის რობოტული სისტემით (da Vinci® Robotic Surgery System) ტარდება მრავალი ოპერაცია, განსაკუთრებით ხშირად - პროსტატის მოცილება“, - აცხადებენ  MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები