დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად ეკატერინე ღაზაძე წარუდგინა

პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად ეკატერინე ღაზაძე წარუდგინა

24-05-2024 17:27:00

სებ-ის საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პროცესის გამჭვირვალობისათვის შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია. 

კომისიამ 5 კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია, რომლებსაც ინდივიდუალურად შეხვდა და გაესაუბრა პრეზიდენტი.  

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა.

ეკატერინე ღაზაძის ბიოგრაფია

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები