ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, 2024 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი იწყება. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეშვიდედ ჩატარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდია.
როგორც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი Business Insider Georgia-სთან საუბრისას აცხადებს, მნიშვნელოვანია მოხდეს პროფესიული განათლების მიმართულების პოპულარიზაცია, რადგანაც პროფესიული განათლება ერთის მხრივ ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ მათთვის დასაქმების საშუალებას იძლევა, ხოლო მეორეს მხრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრებს წარმოჩენას უწყობს ხელს.
„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წლიდან ანუ პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოს დაწესების დღიდან არის ამ კამპანიის მხარდამჭერი. კამპანიის მიზანია, რომ პროფესიული განათლების პოპულარიზაცია მოახდინოს. ჩვენთვის გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისთვის პროფესიული განათლება არის პრიორიტეტული მიმართულება და მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია პროფესიული განათლების სიკეთეების შესახებ. მოვახდინოთ ამ მიმართულების პოპულარიზაცია, რადგანაც პროფესიული განათლება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც ერთის მხრივ ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ მათთვის დასაქმების საშუალებას იძლევა, მეორეს მხრივ პროფესიული განათლება იძლევა იმ კვალიფიკაციას, რომელიც საშუალებას აძლევთ იყვნენ კონკურენტუნარიანები და შეესაბამებოდნენ თანამედროვე დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს. ზუსტად ეს მიმართულებები განაპირობებს ჩვენს მხარდაჭერას ამ პროექტის მიმართ, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიმართულება და ერთადერთი პროექტი, რომელიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი ინვესტიციას დებს“, - აცხადებს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი.
ზურაბ კერვალიშვილი პროფესიული განათების ამაღლების მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ მოახდინოს დარგის პოპულარიზაცია და ასევე ამ პროფესიულ სასწავლებლებში მსურველებს თანამედროვე სასწავლო პროგრამები დაახვედრო. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი კი ქვეყანაში პროფესიული განათლების ამაღლების მიმართულებით დონორებთან ერთად მრავალ პროექტს ახორციელებს.
„ჩვენ შარშან USAID-თან ერთად დავიწყეთ საინტერესო პროფესიული პროგრამის დანერგვა, რომელიც საქართველოს რეგიონებში ხელს შეუწყობს მეცხოველეობის დარგის განვითარებას. ასევე გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი ღიაა სხვა დონორებთან ერთად მხარი დაუჭიროს საინტერესო პროგრამებს“, - აცხადებს ზურაბ კერვალიშვილი.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეშვიდედ ჩატარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდია.
გამარჯვებულები ოთხ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდებიან. სპეციალური ჯილდოები გაიცემა საქართველოს პარლამენტის, პროფესიული უნარების სააგენტოს და საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ. ჯილდოს მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.
2024 წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიაში:
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.
პროფესიული განათლების 2024 წლის ეროვნული ჯილდოსთვის საკონკურსო განაცხადების მიღება შესაძლებელია ფონდის ვებ-გვერდზე https://millennium.org.ge/geo/projects/detailed/6
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 24 ივნისი.
უახლესი
6 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს