მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

Pullman Tbilisi Axis Towers-სთვის 2023 წელი საკმაოდ წარმატებული იყო - თათია ჩიკვაიძე

news image

სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ი 2023 წლის ტურისტული მაჩვენებლებით კმაყოფილია. როგორც  Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე განმარტავს, სასტუმროს მაგალითზე 2023 წელი საკმაოდ წარმატებული იყო. 

„სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-სთვის 2023 წელი საკმაოდ წარმატებული იყო, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარი. საკმაოდ დატვირთული ზაფხული იყო, როგორც ტურისტული მიზნებისთვის ისე საქმიანი სეგმენტისთვის. უმეტესად საქმიანი სეგმენტიდან ჩვენთან შემოდიოდნენ გალფის ქვეყნებიდან, ფილიპინებიდან, პორტუგალიიდან, თურქეთი და სხვა ქვეყნებიდან. 

ტურისტებს რაც შეეხება, ტურისტები სასტუმროში  ძირითადად გვყავდა გალფის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან და კიდევ რამდენიმე ევროპის ქვეყნებიდან“, - განმარტავს თათია ჩიკვაიძე.

რაც შეეხება 2024 წლის პრიორიტეტებს, Pullman Tbilisi Axis Towers-ის  მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მეტი ევროპელი ტურისტის მოზიდვა და მათი დარწმუნება იმაში, რომ საქართველოში დასვენება და ცხოვრება არის უსაფრთხო.

„2024 წელს ჩვენი მხრიდან ვისურვებდით უფრო მეტი ევროპული ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს და მათთვის წარმოდგენის შექმნას, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. მნიშვნელოვანია, უსაფრთხოებაზე აქცენტირებით კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს მესიჯების გატანა“, - აღნიშნა თათია ჩიკვაიძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა