დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველა გამოწვევა უნდა იყოს დაძლეული და მაქსიმალურად კარგი გარემო შევუქმნათ ბიზნესს - ირაკლი კობახიძე

ყველა გამოწვევა უნდა იყოს დაძლეული და მაქსიმალურად კარგი გარემო შევუქმნათ ბიზნესს - ირაკლი კობახიძე

2024-03-01 12:21:00

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და მის პრეზიდენტს, სოსო ფხაკაძეს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს ხელისუფლებამ და ბიზნესმა, როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბიზნესის ინტერესების დაცვა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ღიაა ბიზნესთან თანამშრომლობისთვის.

„მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე დღეს ჩვენი ღიაობა, მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა საკითხზე. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები, წარმატებები, მაგრამ არის გამოწვევებიც. ყველაფერთან დაკავშირებით უნდა გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია. ამის მზაობა კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და რა თქმა უნდა, ამის შესახებ გავაგრძელებთ მუშაობას ბიზნესთან ერთად“.

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესის გამოწვევებზეც გააკეთა აქცენტი.

„ბიზნესს აქვს გამოწვევები, მათ შორის არის სამუშო ძალის, სპეციალისტების დეფიციტი, ამაზე ყურადღება ბატონმა სოსომ თავის პრეზენტაციაშიც გაამახვილა. მე მქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა დავძლიოთ გამოწვევები, რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ეს არის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რომლითაც სარგებლობს ბიზნესი საჯარო სტრუქტურებისგან. განათლების სფეროში გვჭირდება ცვლილებები იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას სამუშაო ძალით და ა.შ. ეს არის კონკრეტული გამოწვევები. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ყველა გამოწვევა იყოს დაძლეული და მაქსიმალურად კარგი გარემო შევუქმნათ ბიზნესს “, - აღნიშნა კობახიძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები