დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ IMF-ის პროგრამა კვლავაც გააქტიურდეს - ნათია თურნავა

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ IMF-ის პროგრამა კვლავაც გააქტიურდეს - ნათია თურნავა

2023-12-06 14:08:10

ჩვენ გვაქვს IMF-თან მუდმივი კომუნიკაცია და საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, იმ თვალსაზრისით, რომ პროგრამა ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგეს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, IMF-ის პროგრამა არ არის შეწყვეტილი. მისი მეორე მიმოხილვის წარდგენა ბორდზე არის გადადებული და ეს მოხდა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში. 

„მინდა აღვნიშნო, რომ ვაცნობიერებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის სსფ-თან ეფექტური მოქმედი პროგრამა, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. ასევე იმ მნიშვნელოვანია, თუ რას განწყობა აქვს ჩვენთან მიმართებით გლობალური ინვესტორების წრეს, მათ თვალში ჩვენი საიმედოობის ელემენტიც არის ეს [პროგრამა].

აქედან გამომდინარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ IMF-ის პროგრამა კვლავაც გააქტიურდეს, დაუბრუნდეს ჩვეულებრივ მსვლელობას. ასეთივე მზადყოფნას ვხედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდანაც. არის გარკვეული ღია საკითხები, რომლებზეც ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში პროგრამის აქტივაციას საბოლოო რეჟიმში მივაღწევთ“, - განაცხადა თურნავამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები