მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7142.6
0.0557
flag
AZN 1.6086
0.0125
flag
CNY 38.498
0.029
flag
EUR 3.2376
0.0233
flag
GBP 3.7338
0.0285
flag
KZT 50.54
0.0042
flag
TRY 0.0662
0.0005
flag
USD 2.7356
0.0213

რა გავლენა აქვს დუბაის შოკოლადს „შოკოტელას“ გაყიდვებზე

news image

„დუბაის შოკოლადზე“ მოთხოვნის ზრდის ფონზე, ხელნაკეთი არტ შოკოლადის ბუტიკ Chocotella / შოკოტელას გაყიდვები მნიშვნელოვნად გაეზარდა. როგორც Business Insider Georgia-სთან „შოკოტელას“ მფლობელმა მარიამ კაპანაძემ განაცხადა, „დუბაის შოკოლადზე“ მოთხოვნა ყოველდღიურ რეჟიმში იზრდება და ეს ხდება იმ პერიოდში, როდესაც ზაფხულია და სიცხის გამო, ტრადიციულად, შოკოლადის ნაწარმზე მაღალი მოთხოვნა არ არის. 

„ჯერჯერობით არ დამითვლია ბიზნესურად რა ეფექტი აქვს. გაყიდვების ზუსტი პროცენტული ზრდა არ ვიცი, თუმცა გაყიდვები 10-ჯერ მეტადაა გაზრდილი. მით უმეტეს ახლა ზაფხული იყო და შოკოლადის სეზონი არი არის, მაგრამ დუბაის შოკოლადის გამო მოთხოვნა და გაყიდვები საკმაოდ გაზრდილია. საცალო გაყიდვების კუთხით, იმაზე კარგი შედეგები გვაქვს, ვიდრე ახალ წელს გვაქვს ხოლმე. ვინც მოვიდა და გასინჯა, ისევ გვიბრუნდება და შემდეგ 5 ცალი მაქვს. ასე, რომ ჩვენი მომხმარებლები კმაყოფილნი არიან“, -აცხადებს მარიამ კაპანაძე.

„შოკოტელას“ დამფუძნებელი ფიქრობს, რომ „დუბაის შოკოლადზე“ მოთხოვნა ძირითადად კადაიფმა და ფისტას ერთობლიობამ გამოიწვია. 

„ფილას საკმაოდ საინტერესო სტრუქტურა აქვს, რომელიც მზადდება კადაიფის შიგთავსით და ფისტით, რომელიც არის ხრაშუნა და ყველაში იწვევს აღფრთოვანებას. ფისტა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შოკოლადია და საკმაოდ გემრიელია საკონდიტრო ნაწარმში“, - აცხადებს მარიამ კაპანაძე. მისი თქმით „შოკოტელაში“ დამზადებული „დუბაის შოკოლადი“ ორიგინალის ანალოგია.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა