ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს ინორმაციას, თუ რა იცვლება ევროკავშირში გამგზავრების მსურველთათვის 2024 წლიდან.
„ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ: 2024 წლიდან, ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება ,,ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS).
მგზავრობის დასტური ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნაა შენგენის 27 ქვეყანაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსში შესასვლელად.
გაითვალისწინეთ: ETIAS არ არის ვიზა! უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში რჩება საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში.
უფრთხილდით თაღლითებს! ETIAS-ის ერთადერთი ოფიციალური ვებგვერდი არის: http://www.europa.eu/etias
ETIAS-ის სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს. მისი ამოქმედების შემდეგ, განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალურ ვებგვერდზე.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://europa.eu/!FnfNwM“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უახლესი
13 საათის წინ
„ნუშიკოს ბაღი“ გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას გეგმავს15 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა15 საათის წინ
ბათუმში, Grand Mall-ში კავეას კინოთეატრი გაიხსნა16 საათის წინ
თიბისის მობალბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა