დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მოცულობის CO2-ს ემისია შეაჩერა Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-მა მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ

რა მოცულობის CO2-ს ემისია შეაჩერა Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-მა მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ

2024-03-04 20:00:00

სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-მა, მის სახურავზე 4 თვის უკან დამონტაჟებული მზის პანელებით 12,72 ტონა ნახშირი დაზოგა და გარემოში 15,12 ტონა CO2-ს ემისია შეაჩერა.

როგორც სასტუმროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, სასტუმრო, ალტერნატიული ენერგიის წარმოქმნის გარდა ბევრ გარემოსდაცვითი მიმართულების კამპანიებს ახორციელებს.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ რომ ჩვენს სახურავებზე, ნოემბრის თვეში, დამონტაჟებულმა მზის პანელებმა, მცირე, თუმცა შეუცვლელი წვლილი შეიტანა გარემოს დაცვასა და ალტერნატიული ელექტრო ენერგიის წარმოებაში.

ოთხი თვის განმავლობაში, ჩვენ:

დავზოგეთ - 12,72 ტონა ნახშირი;

შევძელით 15,12 ტონა ნახშირორჟანგის (CO2) წარმოქმნის პრევენცია;

რაც ეკვივალენტია 24 ხის დარგვის.

სასტუმრო, ალტერნატიული ენერგიის წარმოქმნის გარდა ბევრ გარემოსდაცვითი მიმართულების კამპანიებს ახორციელებს: ერთჯერადი პლასტმასის მოხმარების ემიტირება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მენეჯმენტი და მათი ხელახალი გამოყენების ინიციატივები, სეპარირებული ნაგვის ურნები, წყლის კონსერვაცია, მომწოდებლების ჩართულობა, ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და სხვა.

შეგახსენებთ, რომ Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace გლობალური სტუმარმასპინძლობის ლიდერი კომპანიის, მერიოტ ინთერნეიშენალის გუდში, შემავალი სასტუმროა, რომელიც მკაფიოდ აცნობიერებს მდგრადი მიმართულების პრაქტიკებს და ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი წვლილი შეაქვს ეკომეგობრული გარემოს შექმნაში“, - აღნიშნულია Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები