პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებზე განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე ისაუბრა.
„რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მინდა გავაცნო საზოგადოებას. უკვე ცნობილია, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს.
მას წარმატებები მინდა ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, ასევე თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება.
გვაქვს ცვლილება მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდება ბატონი მიხეილ ფეიქრიშვილი. თითოეულ თქვენგანს მინდა წარმატებები ვუსურვო“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ კაბინეტის წევრებს წარმატებები უსურვა და ასევე მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული სამსახურისთვის.
უახლესი
9 საათის წინ
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება