დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ვადით იღებენ საქართველოში სესხებს

რა ვადით იღებენ საქართველოში სესხებს

04-07-2023 09:00:20

მიმდინარე ეტაპისთვის სესხების საშუალო ვადიანობა 7,8 წელია. როგორც სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვეყანაში ეროვნული ვალუტით დენომინირებული სესხების საშუალო ვადიანობა 6,7 წელია, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების - 9.1 წელი.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში ოდნავ სხვა ვითარება იყო, რადგანაც 2023 წლის იანვრის მდგომარეობით სესხების საშუალო ვადიანობა 7,7 წლის დონეზე იყო, ლარში დენომინირებული სესხების საშუალო ვადიანობა 6,5 წელი, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების კი 9.2 წელი.

საგულისხმო ფაქტია, რომ კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საშუალო ვადიანობა წლიდან წლამდე ზრდის ტრენდზეა, რადგანაც 2015 წლისთვის საშუალო ვადიანობა 5,6-5,7 წლის დონეზე იყო და თან დათან ნელი ტემპით იზრდებოდა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები