დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ დაჯდა Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისის ნაცვლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

რატომ დაჯდა Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისის ნაცვლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

2024-03-04 22:20:00

 

ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ქუთაისის რეისს ასრულებდა ქუთაისის ნაცვლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ათენის-ქუთაისის რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას“,  აღნიშნულია საქაერონავიგაციის განცხადებაში.

აღნიშნული ტექნუკური შეფერხების გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ყველა მიმართულებით, რამდენიმე საათით გადაიდო.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები