დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რესტორან „ეგნატეს“ მართვაში „ნამდვილი ჯგუფი“ შევიდა

რესტორან „ეგნატეს“ მართვაში „ნამდვილი ჯგუფი“ შევიდა

10-07-2024 13:20:00

თბილისში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანი „ეგნატე“ ადგილობრივ ბაზარზე 6 თვეა ოპერირებს.

როგორც Business Insider Georgia-ს „ნამდვილი ჯგუფის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განუცხადა, „ნამდვილი ჯგუფი“ ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით რესტორნის მართვაში ივლისიდან შევიდა.

„რესტორანი ცნობილი ქართველი მწერლის ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე მდებარეობს. გეტყვით, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, ცნობილი მწერალი ფოთში მზარეულად მუშაობდა. გვაქვს სენტიმენტები რომ ეს წარსული და გამოცდილება გავაცოცხლოთ და ქართული სამზარეულო ახალ კონტექსტში წარმოვაჩინოთ“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე საავტორო სამზარეულოს განვითარების  ტენდენცია გაჩნდა.

„ამ რესტორანშიც კერძებს საკუთარი კონცეფციით მზარეული ჯაბა ჭიღლაძე ამზადებს. სრულიად განსხვავებული კონცეფციაა, ეს არის საავტორო სამზარეულო, რომლის დაგემოვნებითაც გვინდა ჩვენი სტუმარი ვამოგზაუროთ წარსულსა და მომავალში. ქართული სამზარეულო მსოფლიო კულინარიის მარგალიტია. „ეგნატე“ ახალი გამოძახილია გასტრონომიაში. საქართველოში საავტორო სამზარეულოს განვითარების ტენდენცია გაჩნდა“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

„ეგნატეს„ ერთდროულად 50 სტუმრის მასპინძლობა შეუძლია. ამ დროისთვის რესტორანში დასაქმებულია 10 ადამიანი.

„ნამდვილი ჯგუფი“ ფლობს რესტორან „ნამდვილს“ ასევე მისი მართვის ქვეშაა „დაკარგულ ქოხი“ ოქროყანაში და „სტეიკჰაუსი“ აბაშიძის ქუჩაზე.

„შესაბამისად „ეგნატეს“  საავტორო სამზარეულო ჩვენთვის ახალი გამოწვევაა“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები