დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ დაიბრუნოთ კონტროლი თქვენს დროზე და დაიწყოთ ციფრული დეტოქსი 21-ე საუკუნეში

როგორ დაიბრუნოთ კონტროლი თქვენს დროზე და დაიწყოთ ციფრული დეტოქსი 21-ე საუკუნეში

21-02-2024 17:38:00

მნიშვნელოვანია, რომ გამუდმებით ახალ, ჯანსაღ ჩვევებზე ვიფიქროთ. კვლევების მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში, საშუალოდ ადამიანი ინტერნეტში დღეში 6 საათსა და 41 წუთს ატარებს. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იზრდება სოციალურ მედიაში გატარებული დროის საშუალო რაოდენობა: რაც უფრო მეტ ახალ ფუნქციებსა და შესაძლებლობებს გვთავაზობს სოციალური მედია, მით უფრო მეტი დროის გატარება გვსურს ციფრულ სამყაროში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თვალყური ადევნოთ ონლაინ რეჟიმში გატარებულ დროს და პერიოდულად ჩაიტაროთციფრული დეტოქსი“.

ეკრანთან გატარებული დროის სტატისტიკა და აპების ლიმიტები

დროზე კონტროლის აღსადგენად, დაიწყეთ თქვენი მოწყობილობების, პირველ რიგში კი, მობილურების გამოყენების ანალიზი. თავად გაჯეტი დაგეხმარებათ თვალყური ადევნოთ ტელეფონზე გატარებულ დროს: როგორც iOS, ასევე Android სისტემებს შეუძლიათ გიჩვენონ ეკრანის დროის სტატისტიკა. თითოეული გაჯეტის პარამეტრებში ხელმისაწვდომია დეტალური ანგარიში, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენ დროს ხარჯავს მომხმარებელი დღეში საშუალოდ ტელეფონში. ასევე, ამ დროის რა ნაწილს დახარჯა ცალკეული აპლიკაციების გამოყენებაზე. iOS მოწყობილობებზე ამ განყოფილებას Screen Time, ანუეკრანის დროეწოდება, ხოლო Android სისტემის მოწყობილობებზე სახელები შეიძლება განსხვავებული იყოს. მაგალითად, Xiaomi-ის სმარტფონებში მას Digital Wellbeing - ციფრული კეთილდღეობა ეწოდება, ხოლო Samsung-ის შემთხვევაში, Device Usage  - მოწყობილობის გამოყენება.

ამ განყოფილებაშივე ნახავთ სხვადასხვა ვარიანტებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ და შეზღუდოთ თქვენიეკრანის დრო“. მიზნიდან გამომდინარე, შეგიძლიათ აირჩიოთ რეჟიმი, მაგალითად, დააყენოთდასვენების დრო". ეს არის პერიოდი, როდესაც მხოლოდ დაშვებული აპლიკაციებია ხელმისაწვდომი მოწყობილობაზე. ასევე, შესაძლებელია განსაზღვროთ აპლიკაციის ლიმიტები - გააქტიუროთ დროის ავტომატური შეზღუდვა კონკრეტული აპლიკაციების გამოსაყენებლად.

ამ მარტივი ქმედებებით, დიდ ნაბიჯს გადადგამთ გაჯეტსა თუ ცალკეულ აპებში გატარებული დროის მართვისკენ. ეკრანის დროის კიდევ უფრო მეტი კონტროლისთვის, არსებობს მრავალი მოსახერხებელი და ადვილად გამოსაყენებელი აპლიკაციებია: Menthal კონკრეტულად Android-ისთვის, ხოლო Forest და AppBlock როგორც Android-ის, ასევე iOS სისტემებისთვის. სხვათა შორის, ასეთი აპლიკაციები საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ თვალყური ადევნოთ თქვენს გაჯეტში გატარებულ დროს, არამედ შერჩეული დროის ინტერვალებში მთლიანად დაბლოკოთ ეკრანი ან ცალკეული აპლიკაციები.

ამასთან ერთად, შეგიძლიათ დაიწყოთ კონტროლი და შეზღუდოთ ონლაინ გატარებული დრო ინდივიდუალურად აპლიკაციებიში ჩაშენებული ფუნქციების გამოყენებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა სოციალურ ქსელსა თუ მესინჯერს არ აქვს ეს ფუნქცია.

ჩუმი რეჟიმიდაუხილავი რეჟიმი

ჩუმი რეჟიმიდაგეხმარებათ, ნაკლებად ხშირად ისარგებლოთ ტელეფონით, რათა მასში აღარგაიჭედოთ“. თქვენ აღარ შეგაწუხებთ ზარები, შეტყობინებები და მუდმივი შეხსენებები, რადგან მათი არსებობის შესახებ ინფორმაცია უბრალოდ არ მოვა თქვენამდე. სმარტფონის ასეთი ფუნქციონირების პარამეტრები შეგიძლიათ იხილოთფოკუსში“ - iOS მოწყობილობებზე დახმა და ვიბრაცია“ Android სისტემაში.

თუ კონკრეტული აპლიკაცია ან ჩატი მეტისმეტად ბევრი ინფორმაციის გამტარია, შეგიძლიათ გარკვეული დროით გამორთოთ მათი შეტყობინებები (როგორც წესი, ამის გაკეთება შესაძლებელია თავად აპში ან თუნდაც ჩატში). პოპულარული საკომუნიკაციო აპლიკაცია Rakuten Viber გაძლევთ საშუალებას გამორთოთ შეტყობინებების გარკვეული კატეგორიები: ტექსტური მესიჯის, ჯგუფური ჩატების, community-ისა ან სერვისის შეტყობინებები. ჩუმი რეჟიმის დაყენება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ჩატებში, ასევე არხებსა და კომუნებში: უბრალოდ გახსენით ჩატი ან არხი, საიდანაც არ გსურთ შეტყობინებების მიღება, დააჭირეთ მის სახელს და აირჩიეთ Mute, ანუ ჩუმი რეჟიმი. ამ შემთხვევაში, თქვენს მოწყობილობაზე არ შემოვა ახალი მესიჯებისა თუ სიახლეების შესახებ შეტყობინებები, მაგრამ თქვენ ყოველთვის შეძლებთ მათ ნახვას  -  უბრალოდ თქვენთვის მოსახერხებელ დროს. ამასთანავე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩატები და არხები ჩუმ რეჟიმზე შესაძლოა სწრაფად ჩაიკარგოს და რაიმე მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ.