რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.
„თუ უკვე ქვეყანაში ხართ, გირჩევთ მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, კერძოდ, ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებს.
„დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში ორგანიზებული ტურებისთვის მოქმედებს ტურისტთა დახმარების ასოციაციის ტელეფონი. ტურისტებს, რომლებიც ინდივიდუალურად მოგზაურობენ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებას. შვეიცარიის საელჩო წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს საქართველოში“, - ნათქვამია რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
უახლესი
11 საათის წინ
„ნუშიკოს ბაღი“ გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას გეგმავს13 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა13 საათის წინ
ბათუმში, Grand Mall-ში კავეას კინოთეატრი გაიხსნა14 საათის წინ
თიბისის მობალბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა