დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 2%-ით შემცირდა

რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 2%-ით შემცირდა

23-11-2023 19:00:05

საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 71%-ი რუსეთის ბაზარზე გაიგზავნა. 2023 წლის 10 თვეში რუსეთში 144,075.05 ათასი დოლარის ღირებულების 53,547,380.87 ლიტრი ღვინო გაიგზავნა, რაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტირებული ღვინის 70.7%-ია. 

თუ კი 2023 წლის 10 თვის სტატისტიკას 2022 წლის 10 თვესთან შევადარებთ სახეზეა, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტი 2%-ითაა შემცირებული. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან რუსეთის ბაზარზე სულ 54,549,626.56 ლიტრი ღვინო გაიგზავნა. თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც რუსეთში 69,905,539.74 ლიტრი ქართული ღვინო გაიგზავნა. 

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ექსპორტზე სულ 75,726,359.84 ლიტრი ღვინო გაიტანა, რომლის ღირებულებამაც 217,303.11 ათასი დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებითვე, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე 78,946,710.66 ლიტრი ღვინო გაიტანა, შესაბამის ექსპორტი 4%-იან კლებას აჩვენებს. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები