2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში 445.99 ტონა ფეიერვერკები შემოვიდა, რაც 35,5%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან, რადგანაც გასული წლის 10 თვეში ქვეყანამ 691.60 ტონა ფეიერვერკები შეისყიდა.
2023 წლის განმავლობაში იმპორტირებული ფეიერვერკების ღირებულებამ კი 1,872.86 ათასი დოლარი შეადგინა.
ფეიერვერკების იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2019 წელს მიაღწია, როდესაც 1,520.09 ტონა ფეიერვერკების იმპორტი განხორციელდა.
2023 წლის მაჩვენებლების მიხედვით, ფეიერვერკების იმპორტის 63%-ი ჩინეთიდან ხორციელდება. საანგარიშო პერიოდში ჩინეთიდან 1,109.74 ათასი დოლარის ფეიერვერკები იმპორტი განხორციელდა.
2023 წლის 10 თვეში საქართველომ ფეიერვერკების იმპორტი 6 ქვეყნიდან განახორციელა.
უახლესი
16 საათის წინ
Radisson RED-ში თბილისობის ფესტი გაიმართება