დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო სუნამოებს - TOP-5 ქვეყანა

სად ყიდულობს საქართველო სუნამოებს - TOP-5 ქვეყანა

25-06-2024 11:00:00

ქვეყანაში სუნამოების იმპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში ქვეყანამ 
 17,098.06 ათასი დოლარის ღირებულების 443.30 ტონა სუნამოები იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12,166.62 ათასი დოლარის ღირებულების 403.01 ტონა სუნამო. აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული სუნამოების ღირებულება 41%-ითაა გაზრდილი, ხოლო მოცულობის კუთხით ზრდა 10%-ია.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მეტი ღირებულების სუნამოებს იმპორტი საფრანგეთიდან ხორციელდება, მეორე ადგილზე კი ესპანეთია. 2024 წლის 5 თვეში ქვეყანაში სუნამოების იმპორტი სულ 36 ქვეყნიდან განხორციელდა.

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი ღირებულების სუნამოები იყიდა:

  • საფრანგეთი - 5,534.99 ათასი დოლარი,
  • ესპანეთი - 5,534.99 ათასი დოლარი,
  • იტალია - 1,595.33 ათასი დოლარი,
  • ბელგია - 1,308.69 ათასი დოლარი,
  • თურქეთი - 1,080.89 ათასი დოლარი.      

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში სუნამოების იმპორტის მაჩვენებელი მზარდია. 2023 წელს ქვეყანამ ყველაზე მეტი, 37,493.20 ათასი დოლარის ღირებულების სუნამოები იყიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებლებთან 44%-ითაა გაზრდილი.

უახლესი

15 საათის წინ

BIG STORY | სოსო ფხაკაძე

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები