მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

Sairme Glamping-ი გაფართოებას გეგმავს

news image

Sairme Glampings Rooms & Cottages სულ რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე ოპერირებს და უკვე გაფართოებასაც გეგმავს. Business Insider Georgia კომპანიის  მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე, დამფუძნებელს ვილი თუთაშვილს ესაუბრა.

მომხმარებელს ვთავაზობთ 2 გლემფინგსა და სასტუმროს ტიპის 4 ნომერს. მომავალში ვაპირებთ გაფართოებას და მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებას“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ვილი თუთაშვილი.

ბაზარზე შესვლის იდეა დამფუძნებელს დაახლოებით ორი წლის წინ გაუჩნდა. სურვილი იყო ეკო-მეგობრული სასტუმროს შეთავაზება მომხმარებლებისათვის.

,,საირმეში სასტუმროს დაარსების იდეა დაახლოებით 2 წლის წინ გამიჩნდა. მინდოდა დამსვენებლისთვის შემეთავაზებინა სიახლე, კერძოდ ეკო-მეგობრული გლემფინგი, რომელიც კურორტისთვისაც სიახლე იქნებოდა და იმერეთის რეგიონისთვისაც“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ვილი თუთაშვილი.

დამსვენებლების მიღება უკვე მოხდა და ტურისტული ობიექტი სამომავლოდ სხვადასხვა სერვისების დამატებასაც განიხილავს.

სიახლეები გვექნება. გვინდა კოტეჯები დავამატოთ. გარდა ამისა, ზაფხულისთვის გვსურს, როგორც საუზმის, აუზის, ასევე გარე საუნის, კინოთეატრისა და სხვადასხვა აქტივობების დამატება. ჩვენთვის პრიორიტეტია მომხმარებლის კმაყოფილება და ვიმედოვნებ პირნათლად შევასრულებთ დაკისრებულ ვალდებულებას“, - აცხადებს ვილი თუთაშვილი.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა