დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო კავკასიაში პირველი კომერციული ქარის სადგურის სამშობლოა - პაველ ჰერჩინსკი

საქართველო კავკასიაში პირველი კომერციული ქარის სადგურის სამშობლოა - პაველ ჰერჩინსკი

30-11-2023 11:43:04

საქართველო კავკასიაში პირველი კომერციული ქარის სადგურის სამშობლოა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებაში, რომელიც მან გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციისთვის - COP28 გააკეთა. 

განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმოადგენლობა ავრცელებს. 

„ტემპერატურის მატება, მყინვარების დნობა, ამინდის მკვეთრი ცვლილებები, დანაკარგი ბიომრავალფეროვნების კუთხით და ა.შ. -  ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილებების შედეგებია. ევროკავშირი და საქართველო ერთობლივად მუშაობენ ამ გამოწვევების საპასუხოდ. ჩვენი ერთობლივი პრიორიტეტები მოიცავს სუფთა და განახლებადი ენერგიისა და ტრანსპორტის ხელშეწყობას, ასევე საჯარო დაწესებულებებში ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესებას. ერთად ვმუშაობთ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე, წყლის რესურსების უკეთესად მართვაზე, ტყეებისა და დაცული ტერიტორიების დაცვაზე; ვპასუხობთ ნარჩენებისა და ინდუსტრიული დაბინძურების გამოწვევას. ყველა ეს ნაბიჯი აისახება ჩვენს საერთო ვალდებულებაზე - დავიცვათ გარემო და  ვუპასუხოთ კლიმატის ცვლილებებს“, - ნათქვამია პაველ ჰერჩინსკის განცხადებაში.

მისი თქმით, საქართველო კავკასიაში პირველი კომერციული ქარის სადგურის სამშობლოა;

„ამავე დროს ევროკავშირი მხარს უჭერს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მოდერნიზაციას, რომელიც საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 40%-ს აწარმოებს. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა გარემოს უკეთეს დაცვას და საქართველოს მოსახლეობისთვის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. კლიმატის ცვლილება არ საზღვრებს არ ცნობს. ერთობლივი მუშაობით, რეალური ცვლილებები შეგვიძლია განვახორციელოთ და ყველასთვის უკეთესი მომავალი უზრუნველვყოთ. საერთო მომავლის განსაზღვრაში თითოეული ადამიანის ქცევა მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია განცხადებაში. .

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები