დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

2024-04-23 14:48:00

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველ ფილიალი, East Point - ში გახსნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 2.7 მილიონი ლარია.

KIABI – ის პირველი ფილიალის  გახსნის ცერემონიაზე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ  დაეთვალიერებინათ ახალი კოლექცია და ამასთან, მიეღოთ სპეციალური 20 % - იანი ფასდაკლება.

KIABI ფრანგული ბრენდია, რომელიც 1978 წელს დაარსდა და  ის 26 ქვეყანაში 606 მაღაზიით არის წარმოდგენილი. ბრენდის მიზანი ხელმისაწვდომი მოდის კონცეფციის დანერგვაა. საქართველოში მას „ჯითექს ჯგუფი“ წარმოადგენს, რომელიც ქართველ მომხმარებლებს არაერთ  საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის : OVS, PENTI, MATALAN, TERRANOVA. კომპანია მომხმარებელს ავეჯის მიმართულებითაც სთავაზობს არჩევანს და ეს ბრენდებია: ENGLISH HOME, ENZA HOME.

„კომპანია ჯითექსი 2007 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ის 6 საერთაშორისო ბრენდის ფრანჩაიზს ახორციელებს. ის საქართველოს მასშტაბით, (თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში) 31 ფილიალით არის წარმოდგენილი. დღეს კი კიდევ ერთი, საერთაშორისო ბრენდის KIABI - ის პირველი მაღაზია გავხსენით. ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს სთავაზობს. მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის და კომპანიის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ფინანსური ინტიტუტების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ბანკი წლებია ჩვენი სანდო პარტნიორია, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, გაფართოებასთან დაკავშირებული რისკების მართვაში აქტიურად გვეხმარება. სამომავლოდ, ბრენდი ქართველ მომხმარებლებს არაერთ კომფორტულ სერვისს, მათ შორის ლოიალობის პროგრამასა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობას შესთავაზებს. გარდა ამისა, KIABI საქართველოს ბაზარზე უწყვეტ განვითარებას გეგმავს. მალე, ქვეყნის მასშტაბით,  არაერთი ფილიალით იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა ვერი ტაბიძემ, კომპანია ჯითექსის აღმასრულებელმა დირექტორმა

საქართველოს ბანკისა  და „ჯითექს ჯგუფის“ პარტნიორობა თხუთმეტ წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში, ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ, სხვადასხვა ბრენდების შემოყვანის ჭრილში.  მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის - KIABI - ის  ფილიალი გაიხსნა.  მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქართულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ დიდი კონტრიბუცია შემოაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში. კომპანია სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და მომხმარებლებისთვის არაერთი საინტერესო სიახლის გაზიარებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მათთან ერთად საინტერესო პროექტების განხორციელებას“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნიკოლოზ მითაიშვილმა.

 

 

უახლესი

9 საათის წინ

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები