დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბაზარზე ლიეტუვური ნაყინების ბრენდი DIONE შემოდის

საქართველოს ბაზარზე ლიეტუვური ნაყინების ბრენდი DIONE შემოდის

11-06-2024 16:00:00

საქართველოს ბაზარზე ლიეტუვური ნაყინების ბრენდი DIONE შემოდის. აღნიშნული ნაყინის შეძენა მომხმარებლებს „ნიკორას“ ქსელში შეეძლებათ. 

„საზაფხულოდ ქართულ ბაზარს ლიეტუვური ნაყინების ბრენდი DIONE შემოუერთდება. პროდუქცია "ნიკორას" ქსელში უკვე ივნისიდან გამოჩნდება.

DIONE-ს პროდუქციის დაგემოვნებას 29-30 ივნისს, თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ნაყინის ფესტივალზეც შეძლებთ“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ლიეტუვის საელჩო ავრცელებს. 

ირკვევა, რომ DIONE წარმოება 1950 წელს დაიწყო. თავიდან იყო როგორც საოჯახო ბიზნესი, რომელიც შემდგომ გაფართოვდა და გაიზარდა. DIONE მზადდება უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისგან და არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს და კონსერვანტებს. 

ნაყინი DIONE აღიარებულია მრავალი საერთაშორისო ჯილდოთი მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფ-მზარეულების, დიეტოლოგებისა და დიეტოლოგების მიერ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები