წელს პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოს ახალი პარტნიორი ჰყავს - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG). როგორც BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე მარიანა მორგოშია აცხადებს, ბოლო წლებში ბიზნეს სექტორი აქტიურად აფიქსირებს კვალიფიციური კადრების დეფიციტს.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველკვარტალურად აქვეყნებს კვლევას, რომელსაც ჩვენ PMC კვლევით ცენტრთან ერთად ვახორციელებთ. კვლევის ფარგლებში გამოკითხულია ყველა ჩვენი წევრი კომპანია, სხვადასხვა მიმართულებით და ისინი ასევე აფიქსირებენ პრობლემურ საკითხებს. პრობლემურ საკითხებში ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად არის მოხსენიებული კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა.
პანდემიის შემდეგ, ეს პრობლემა ჩვენს ინდექსში მუდმივად არის მოწინავე პოზიციაზეა. შესაბამისად, ეს პირდაპირ კავშირია პროფესიულ განათლებასთან. ყველა წევრს და ყველა სექტორში აინტერესებთ და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება.
ბიზნეს ასოციაცია წელს იქნება პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს პარტნიორი, ასევე აქტიურად ვიქნები ჩართულები და ჟიურის წევრებიც ვართ. მიგვაჩნია, რომ პროფესიული განათლების პოპულარიზაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, წარმატებული ისტორიების გაზიარება და ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - აღნიშნა მარიანა მორგოშიამ.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეშვიდედ ჩატარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდია.
გამარჯვებულები ოთხ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდებიან. სპეციალური ჯილდოები გაიცემა საქართველოს პარლამენტის, პროფესიული უნარების სააგენტოს და საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ. ჯილდოს მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.
2024 წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიაში:
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.
პროფესიული განათლების 2024 წლის ეროვნული ჯილდოსთვის საკონკურსო განაცხადების მიღება შესაძლებელია ფონდის ვებ-გვერდზე https://millennium.org.ge/geo/projects/detailed/6
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 24 ივნისი.
უახლესი