დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს LSG Solutions-ს, მესტიის აეროპორტის კონკურსში, მისი არქიტექტორების შექმნილი კონცეფციის გამარჯვებას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს LSG Solutions-ს, მესტიის აეროპორტის კონკურსში, მისი არქიტექტორების შექმნილი კონცეფციის გამარჯვებას

2024-04-25 16:49:00

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალზე გამოცხადებულ კონკურსში, 18 პრეტენდენტს შორის, კომპანია  Green Studio-მ საუკეთესო პროექტი წარმოადგინა და, შესაბამისად,  გაიმარჯვა. კონკურსში გამარჯვებული პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე სწორედ LSG Solutions-ის გუნდის არქიტექტორებმა, ნინო გრიგოლაშვილმა და თეონა გოგოლაძემ იმუშავეს.

 

       
   
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



“ახალი ტერმინალის კონცეფცია წარმოადგენს თანამედროვე შენობას, რომლის იდეა არის კავშირი დაამყაროს წარსულსა და აწმყოს შორის. თან წარსულის საუკეთესო მაგალითებს, საშუალება მისცეს, ახალი სახით მომავალში გაიკვლიოს გზა. თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფცია დავუკავშირეთ თამარ მეფის საზეიმო სამოსს. “ ნინო გრიგოლაშვილი LSG Solutions-ის არქიტექტორი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კონცეფციის ავტორებმა, თამარ მეფის სამოსის ელემენტები თარგმნეს არქიტექტურულ ენაზე. ბისონის შემადგენელი ელემენტები - მარგალიტები გამოყენებულია როგორც ხის კოჭების ჩარჩოების კონსტრუქცია, რომბები, როგორც სარკმლები გადახურვაში, ხოლო ჯვარედინი ნაქარგი, როგორც მზიდი კონსტრუქცია და წარსდგება ჩვენს წინაშე, ახალი ტერმინალის შენობის საკონკურსო წინადადების სახით.

 

მესტიის ახალი ტერმინალი, რომლის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს დასრულდება,  თანამედროვე, ერთსართულიანი შენობა იქნება. ტერმინალის თავისუფალი გეგმარება ფუნქციურად მოიცავს  გამგზავრებისა და მოფრენის ზონებს.
ტერმინალი მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობის გამტარუნარიანობაზეა გათვლილი. გაფრენისა და მოფრენის დარბაზებში გათვალისწინებულია კვებისა და სავაჭრო სივრცეები, ასევე სხვა საჭირო სერვისები.

 

 

       
   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია LSG Solutions-ს მისი არქიტექტორების მიერ შექმნილ კონცეფციის გამარჯვებას, რაც დიდი წარმატებაა, რადგან კომპანიის შემოთავაზებული კონცეფცია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სვანეთის პოზიტიური იმიჯის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ტურისტულ ნაკადებზე. სვანეთი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ლოკაციაა, რომელიც გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით და მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას და შესაბამისად, მის მოსახლეობას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

უახლესი

9 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები