დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების და გამოწვევების თემაზე ეკონომიკური ფორუმის მეთოთხმეტე დისკუსია გაიმართა

საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების და გამოწვევების თემაზე ეკონომიკური ფორუმის მეთოთხმეტე დისკუსია გაიმართა

2024-06-10 20:49:00

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითეკონომიკური ფორუმისმეთოთხმეტე დისკუსია გაიმართა, რომლის  თემასაქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები“ იყო.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი, CEO, GHG & Vian ირაკლი გოგია. დისკუსიას მოდერაციას უწევდა Business Insider Georgia- და Economic Forum-ის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი.

დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი  ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები.

პანელური დისკუსიის მონაწილეებმასაქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებსა დაგამოწვევებზე იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძემ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქათველოში, ჯანდაცვის სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდესგამოწვევად დასახელდა ჯანდაცვის სპეციალისტების, განსაკუთრებით ექთნების დეფიციტიყურადღება გამახვილდა DRG დაფინანსების მოდელზე და მის მნიშვნელობაზე. სექტორის მხრიდან ხაზი გაესვა, რომ გატარებულმა რეფორმებმა, რეანიმაციისა დაქირურგიის სტანდარტის ამოქმედებამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სექტორში ხარისხის გაუმჯობესებას. შეხვედრაზე  აღინიშნა, რომ ყველა ამ მიმართულებით სექტორთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა გაგრძელდება.

 

,,პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომყოველთვის საინტერესოა დარგთან შეხვედრა, დარგში მომუშავე აქტორებთან და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომუნიკაცია და კონსულტაციების პროცესი სწორედ ამგვარად წარიმართება. გამორჩეულად კარგი ფორუმი გაიმართა და პრაქტიკულად დარგში არსებული ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევვის შესახებ იყო საუბარი. საუბარი იყო უმნიშვნელოვანესი მიღწევების შესახებ რომელიც აქვს ჯანდაცვის სექტორს და იმავდროულად სამომავლო ხედვებზე. ამ კუთხით განსაკუთრებულად,  მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს და გაანალიზდეს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი სექტორი და ამ მიმართულებით როგორია განვითარების ხედვა და პერსპექტივები", - განმარტა მინისტრმა. 

,,ჩვენ ვისაუბრეთ ჯანდაცვის გამოწვევებზე, კერძო სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობაზე. ბატონმა მინისტრმა ამომწურავად ისაუბრა სექტორში არსებულ გამოწვევებზე და იმ შესაძლებლობებზე რომელიც სექტორის წინაშეა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კერძო სექტორი მაქსიმალურად მხარს უჭერს მინისტრის მიერ დასახელებულ პრიორიტეტებს და კერძო სექტორი გამოთქვამს მზადყოფნას მაქსიმალური ჩართულობისათვის. თავის მხრივ, ბატონმა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ღიაობა და მზადყოფნა ფართო დიალოგისთვის, იმისთვის რომ რეფორმები, რომელიც არის განხორციელების ან დაგეგმვის პროცეში იყოს სრულ კოორდინაციაში და გათვალისწინებულ იქნას კერძო სექტორის მოსაზრებები", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ 7 ივნისის დისკუსიის მხარდამჭერები ასვე იყვნენ კომპანია Insurance Broker GS, მეღვინეობაჩელთი“, კომპანიალინეიტი“, Coca-Cola Bottlers Georgia და ICE Engineering Group-.

ეკონომიკური ფორუმისფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური დაბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარედისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესიეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერდაფუძნებულიეკონომიკური ფორუმიპოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკურიგანვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტულისაერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთისეკონომიკური ფორუმიხშირად დასახელებულია, როგორცპოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები