საქსტატის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით 2023 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის, აჭარის და თბილისის რეგიონებში, შესაბამისად 7.7, 6.2 და 2.0 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.0 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.1 პროცენტს, ხოლო კაცებში 65.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 1.6 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით.
უახლესი
9 საათის წინ
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება