დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში არ და ვერ ოპერირებენ ავიაკომპანიები, რომლებიც არიან სანქცირებულთა სიაში - მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოში არ და ვერ ოპერირებენ ავიაკომპანიები, რომლებიც არიან სანქცირებულთა სიაში - მარიამ ქვრივიშვილი

2024-03-01 19:00:00

რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიის შეჯამება, სადაც საფუძვლიანად ვისაუბრებთ ამა თუ იმ ქვეყანას რა დადებითი ეფექტი ჰქონდა და თუ როგორ იმოქმედა საგარეო ფაქტორებმა საქართველოს ამ სექტორებზე და რა გეგმები გვაქვს სამომავლოდ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაწყების ეფექტს ეხებოდა, თქვა, რომ ამ შემთხვევასი მნიშვნელოვანია, ბაზრების დივერსიფიკაციაზე.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა და თითოეული დარგის განვითარება ეფუძნება დივერსიფიკაციის პოლიტიკას. მათ შორის როცა ვსაუბრობთ  ე.წ მანძილის ქვეყნებზე, ყურის ქვეყნებზე, ევროპის ქვეყნებსა და ასევე მეზობელი ქვეყნების როლზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში.

მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრულად იზრდებოდეს ტურისტული ნაკადები და შესაბამისად შემოსავლები. როდესაც ტურისტული ნაკადებიდან მიღებულ შემოსავლებზე ვსაუბრობთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს შესაძლებლობა მივიღოთ მეტი ტურისტი, როგორც სახმელეთო ისე საჰაერო გზით.

ჩვენი კერძო სექტორი, მცირე და საშუალო მეწარმეები ყველა ტურისტულ ბაზარზე მუშაობენ საკმაოდ აქტიურად და წარმატებულად. პირდაპირი ფრენები რუსეთთან აღდგა 2023 წელს და იცით, რომ საქართველოს აქვს განსხვავებული მიდგომა მათ შორის ჩვენი მეზობელი სხვა ქვეყნების მხრიდან. საქართველო რჩება ერთგული იმ გადაწყვეტილების, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში არ და ვერ ოპერირებენ ავიაკომპანიები, რომლებიც არიან სანქცირებულთა სიაში და ასევე ისინი ვერ იყენებენ ისეთ ხომალდებს, რომლებიც არიან სანქცირებული ხომალდების ჩამონათვალში. ეს ერთის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო რჩება ერთგული ამ გადაწყვეტილების და საერთაშორისო თანამეგობრობის, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენ ვიღებთ ისეთ ავიაკომპანიებსა და საჰაერო ხომალდებს, რომელიც არ არიან სანქცირებულთა სიაში“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა. 

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები