დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა

საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა

2024-04-23 20:23:00

USAID მხარს უჭერს საქართველოში განახლებადი ენერგიისა და ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას კერძო სექტორის ჩართულობის გზით, რაც ტექნოლოგიური ინოვაციებისა დადაფინანსების ახალი მიდგომების წახალისებას ისახავს მიზნად.

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში (შემდგომში, პროგრამა) საპილოტე პროექტების მეშვეობით, მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისმხარდასაჭერას, რათა მათ განახლებადი ენერგორესურსებით, ინოვაციური და ენერგოეფექტურიტექნოლოგიებით, მოთხოვნის მხარის მართვისა და ენერგეტიკის მართვის სისტემების გამოყენებითგანახორციელონ საპილოტე პროექტები.

ამ ინიციატივის ფარგლებში, 23 აპრილს, ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ  ლემშვენიერაში საქართველოში პირველი 216 კვტ. სიმძლავრის მოტივტივემზის ელექტროსადგური გაიხსნა.

მოცემული საპილოტე პროექტიყოველწლიურად 300 000 კვტ. სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ყოველწლიურადდაახლოებით 32, 400 აშშ დოლარის დანაზოგს უზრუნველყოფს. შედეგად, აგრო იმპექსის ქსელურიელექტროენერგიის მოხმარება 38%-ით შემცირდება.

216 კვტ მოტივტივე მზის ელექტროსადგური სათბურის აირების წლიურ გაფრქვევას (ემისიას) 31,200 კგ. CO2 ექვივალენტით შეამცირებს.

პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 177 000 აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამონაწილეობა 48%, ანუ 85 000 აშშდოლარი გახლდათ, ხოლო აგრო იმპექსის მიერ, თიბისი ბანკის აგრო სესხის მეშვეობით, დაფინანსდა პროექტის 52%, რაც 92 000 აშშ დოლარის ექვივალენტია. არნიშნული წარმოადგენსთიბის ბანკის მიერ აგრო იმპექსის ზრდისა და განვითარების 9 წლიანი მხარდაჭერის წარმატებულ, მაგალითს. რომელიც ბანკის მიერ  სოფლის მეურნეობის სექტორისადმი, სტრატეგიულადპრიორიტეტული მიმართულების მხარდაჭერას გამოხატავს.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა USAID/საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, -ნი ჯონ პენელი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, -ნი თენგიზნასარიძე; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის თავმჯდომარე, -ნი დავით ნარმანია; სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორისმოადგილე, -ნი ნატალია ხარატიშვილი; თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, ბ-ნი გიორგი დარჩიაშვილი და შპს აგროიმპექსის თანადამფუძნებელი, ბ-ნი ლაშა ჯინჭარაძე.

უახლესი

2 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები