საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი გიორგი აბაშიშვილის რუბრიკაში „ბიზნეს ინსაიდერი“ ამბობს, რომ ჩინეთისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია შუა დერეფნის განვითარება.
„ჩვენი ბუნებრივი როლია, რომ დავაკავშიროთ ევროპისა და აზიის მხარე. ეს საკითხი ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის, რასაც რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა უბიძგა. ჩვენ ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ვასრულებთ და აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ევროპულ მხარესთან. რა თქმა უნდა აზიის მიმართულებითაც ჩინეთი ერთ-ერთი დიდი ქვეყანაა და განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ექსპორტი აქვს ევროკავშირის მიმართულებით.
ჩინეთისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია შუა დერეფნის განვითარება და ჩვენ ამ მიმართულებით ამ ქვეყანასთან აქტიურად ვმუშაობთ სატრანსპორტო-ლოგისტიკური კუთხით. ეს არ იქნება მხოლოდ ტვირთების გადაზიდვა, არამედ ლოგისტიკური ცენტრების მოწყობა საქართველოში, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ ტვირთების გადანაწილება სხვა ქვეყნებში“, -. აცხადებს ალექსანდრე ხვთისიაშვილი.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე „შუა დერეფანი" საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ასევე ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.
უახლესი
21 წუთის წინ
რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა კონცენტრაციისას3 საათის წინ
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ