დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქე 146 000 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა

საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქე 146 000 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა

28-11-2023 17:39:38

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ქვებით შემკობილი ოქროს  საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 171 გრამი) გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 146 000 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები