მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

საქართველოში Zolotaya Korona-ს მომსახურება აღდგენილია - საბანკო ასოციაცია

news image

ფულადი გზავნილების რუსულმა სისტემა Zolotaya Korona-მ საქართველოში მუშაობა განაახლა და აღნიშნული სისტემის მეშვეობით საქართველოდან რუსეთში და პირიქით ფულადი გზავნილების განხორციელება უკვე შესაძლებელია. აღნიშნულს უკვე ადასტურებენ საქართველოს საბანკო ასოციაციაშიც. 

ასოციაციაში აცხადებენ, რომ  Zolotaya Korona-ს მომსახურება დროებით შეჩერებული იყო, რადგან სექტორი აზუსტებდა  Zolotaya Korona კავშირს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანქცირებულ სხვა კომპანიასთან. 

„მოკვლევის შედეგად, აღნიშნული კავშირი არ დადგინდა. შესაბამისად,  Zolotaya Korona-ს მომსახურება აღდგენილია“, - აცხადებენ საბანკო ასოციაციაში.

შაბათ-კვირას რუსული მედია აქტიურად წერდა, რომ რამდენიმე ქართულმა ბანკმა, მათ შორის საქართველოს ბანკმა და თიბისიმ  Zolotaya Korona თანამშრომლობა შეწყვიტეს. აღნიშნული მიზეზად კი კომპანიის მისამართით დაწესებული ამერიკული სანქციები სახელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში შეჩერებულია ფულადი გზავნილების რუსული სისტემების Unistream-ისა და Contact-ის ოპერირება. Unistream-მა საქართველოში გზავნილები 2023 წლის სექტემბრიდან შეაჩერა, Contact-მა კი 2024 წლის მარტიდან.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა