დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საპენსიო სააგენტოს ინვესტიციას „ნიკორას“ ობლიგაციებში საფრთხე არ ემუქრება - გოგა მელიქიძე

საპენსიო სააგენტოს ინვესტიციას „ნიკორას“ ობლიგაციებში საფრთხე არ ემუქრება - გოგა მელიქიძე

2023-08-25 12:43:00

 

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის გოგა მელიქიძის განცხადებით, სააგენტოს ინვესტიციებს „ნიკორას“ ობლიგაციებში არანაირო საფრთხე არ ემუქრება.

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა დღეს ეროვნულ ბანკში გამართეს შეხვედრა.

„კომპანია „ნიკორას“ ბონდების ემისია იყო 35 მილიონი ლარი, ჩვენი კონცენტრაციის ლიმიტი გაქვს მანდ, რომ შეგვიძლია 10%-ის ყიდვა“, - ამბობს გოგა მელიქიძე.

მისივე თქმით, რაც შეეხება „ნიკორაში“ განვითარებულ მოვლენებს, ეს არის ყოველდღიური ბიზნეს-პროცესი.

„არსებობს კარგი ბიზნეს-პერიოდი. შესაძლოა, კომპანიას ჰქონდეს ასეთი შემთხვევა. კომპანიის ადვოკატირებას არ დავიწყებ, მაგრამ „ნიკორა“ არის უმსხვილესი კომპანია. მეექვსედ გააკეთა ბონდების ემისია. ჩვენ 3,5 მლნ მივეცით. კომპანია თავისი ოპერირების შემთხვევაში არასოდეს არ არის დაზღვეული შეფერხებისგან. ალბათ „ნიკორას“ უნდა ჰკითხოთ რა ხდება მათ თავს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს საპენსიო სააგენტოს მიერ ინვესტირებულ ობლიგაციებს არანაირი რისკი არ ემუქრება არც ერთ შემთხვევაში.

ჩვენ „ნიკორას“ შემთხვევაში ერთ-ერთი წვრილი ბონდების მფლობელები ვართ. „ნიკორა“ არის უმსხვილესი კომპანია და ძალიან ბერი ინვესტორი ჰყავს. კომპანია თანამშრომლობს ბევრ ბანკთან. „ნიკორას“ ბაზრის 40%-ი უკავია თუ არ ვცდები, უფრო მეტიც“, - ამბობს საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ საპენიო სააგენტომ კომპანია „ნიკორას“ მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში ინვესტიცია 2022 წლის დეკემბერში განახორციელა. 

სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა.

ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს. „ნიკორა“ ობლიგაციების განთავსების შედეგად მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების დასაფინანსებლად გამოიყენებს.

ობლიგაციები ნომინალური ღირებულების 100%-ით, სრულად განთავსდა. მათი წლიური საპროცენტო განაკვეთი კი თბილისის ბანკთაშორის 3 თვიან საპროცენტო განაკვეთს (TIBR3M) დამატებული 3.5%-ით განისაზღვრა. კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ისგან მიიღო და ის BB- დონით განისაზღვრა.

აღნიშნული ობლიგაციების ტრანზაქცია „ნიკორა ჯგუფის“ და თიბისი კაპიტალისთვის - რიგით მე-5, „ნიკორა ჯგუფის“ და გალტ & თაგარტისთვის კი, რიგით მე-2 ერთობლივი წარმატებული განთავსებაა.

ემისიაში ინვესტიცია საპენსიო სააგენტომ განახორციელა, რაც მის მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია. ობლიგაციების მიმართ, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, მაღალი ინტერესი დაფიქსირდა, განთავსება კი მოკლე დროში დასრულდა. ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს ამოიწურა 5-წლიანი ვადა, როცა კანონი საპენსიო სააგენტოს ავალდებულებდა, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები დაებანდებინა მხოლოდ ნაკლებად რისკიან პორტფელში. ახლა სავალდებულოა, მოქალაქემ თავად შეაფასოს რისკები თანხის დასაბანდებლად. 6 სექტემბრამდე დასაქმებულებმა უნდა აირჩიონ, სად დააბანდონ დაგროვებული საპენსიო თანხა - ნაკლებრისკიან, საშუალორისკიან თუ მაღალრისკიან პორტფელებში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები