დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასტუმრო 70%-ით არის დატვირთული, გვაქვს ზაფხულის ჯავშნებიც - Hotel Memoir Kazbegi

სასტუმრო 70%-ით არის დატვირთული, გვაქვს ზაფხულის ჯავშნებიც - Hotel Memoir Kazbegi

15-05-2024 15:16:00

Hotel Memoir Kazbegi სასტუმროების მენეჯმენტ კომპანიის DNT GROUP-ის პორტფელში შემავალი ობიექტია, რომელიც ერთი წელია ბაზარზე ოპერირებს და უწყვეტად ვიზიტორების ერთ-ერთ გამორჩეულ სასტუმროდ ითვლება.

სასტუმროს ამ წარმატებას და ბაზარზე პოზიციის შენარჩუნებას კომპანიის მიერ სწორად განსაზღვრული მენეჯმენტი განაპირობებს.

გენერალური მენეჯერი ავთანდილ ლომიძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ამ დროისთვის სასტუმრო 70%-ით არის დატვირთული.

„2024 წელი წარმატებულად დავიწყეთ და ამჟამად სასტუმრო 70%-ით დატვირთულია. გვაქვს ზაფხულის ჯავშნებიც ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან“

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა Hotel Memoir Kazbegi-ს ზაფხულის სეზონზე სტუმრობს და ძირითადად შაბათ-კვირას რჩებიან.

„მომხმარებელი კმაყოფილია სასტუმროს სერვისითა და საფასო პოლიტიკით. სასტუმრო 32 ოთახს აერთიანებს და მათ ნაწილს გერგეთის სამების ხედი აქვს. ხელმისაწვდომია 2-3 ნომრიანი და საოჯახო სტუდიო ოთახები. სტუმრებს შეუძლიათ ბარ-რესტორნის სერვისით სარგებლობა. კერძებისა და სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი კი ყაზბეგში პოპულარობის მაღალ ხარისხს განაპირობებს. სასტუმროს აქვს ულამაზესი ტერასები, მთების გამორჩეული ხედები განსაკუთრებით აღაფრთოვანებს ქართველ და უცხოელ სტუმრებს. გაზაფხულის სეზონზე სასტუმრო ოთახების ფასი საუზმით 200-დან 600- ლარამდეა“,- ამბობს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.

მენეჯმენტ გუნდს აქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონზე სასტუმრო სრულად დაიტვირთება და მოთხოვნის მაჩვენებელი უწყვეტად შენარჩუნდება.

„როგორც აზიის, ისე ევროპის ბაზრისთვის ყაზბეგი საინტერესო და მიმზიდველია. ვფიქრობთ, რომ მომსახურების მაღალი სტანდარტი, სწორი მენეჯმენტი და საფასო პოლიტიკის ოპტიმალური გადანაწილება არის სასტუმროს წარმატებით ფუნქციონირების მთავარი გასაღები“, - ამბობს ავთანდილ ლომიძე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები