დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასტუმროებისგან ვარსკვლავების მიღებაზე მოთხოვნა იზრდება - Horeca Hotel Star Georgia

სასტუმროებისგან ვარსკვლავების მიღებაზე მოთხოვნა იზრდება - Horeca Hotel Star Georgia

03-05-2024 14:00:00

საქართველოში განთავსების ობიექტების ევროპული სტანდარტიზაციის დანერგვის პროცესი რამდენიმე თვეა რაც დაიწყო და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. პროექტს The Hotelstars Union-ისა და HOTREC-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში Horeca Hotel Star Georgia ახორციელებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან Horeca Hotel Star Georgia-ს პრეზიდენტი ქეთი მელაძე აცხადებს, სასტუმროების მხრიდან ოფიციალური შეფასებების მიღებაზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. მელაძის თქმით, ამ დროისათვის შესაბამისი სტატუსი 40-მდე სასტუმროს აქვს მინიჭებული.

მისივე თქმით, ბაზარზე 4-5 ვარსკვლავის მინიჭებაზე უფრო მაღალი მოთხოვნაა, თუმცა მიუხედავად ამისა, Horeca Hotel Star Georgia აქტიურად ეხმარება იმ სასტუმროებს, რომლებიც 2-3 ვარსკვლავიანი სასტუმროების სტატუსს აკმაყოფილებენ.

„ტურიზმისთვის მნიშვნელოვანია, 2-3 ვარსკვლავიანი სასტუმროების განვითარება განსაკუთრებით რეგიონებში, ასეთ შემთხვევაში მოთხოვნაა სამცხე ჯავახეთიდან და სვანეთიდან, ასევე კახეთსა და შიდა ქართლშიც. ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ გუდაურის სასტუმროები“, - განმარტავს ქეთი მელაძე.

მისივე თქმით, განთავსების საშუალებისთვის შეფასება და შესაბამისი ვარსკვლავის მინიჭება მნიშვნელოვანია მათი საერთაშორისო პლატფორმებზე მოსახვედრად.

„უცხოელი ვიზიტორები უკვე აქტიურად კითხულობენ სასტუმროებში ვინ არიან შემფასებულები, ეს ბუნებრივიცაა, მაგალითად იყო გარკვეული ნეგატიური უკუკავშირი, რადგან სასტუმროს აწერია 3-4 ან 5 ვარსკვლავი და ჩამოსულ სტუმარს ადგილზე სხვა დონის სასტუმრო დახვდა და მნიშნელოვანია, რომ სტუმარი არ დარჩეს იმედგაცრუებული “, - აცხადებს მელაძე.

აღსანიშნავია, რომ Horeca Hotel Star Georgia-ს შეფასების შემდეგ ორგანიზაცია მუდმივ რეჟიმში ახდენს კონკრეტული სასტუმროს მონიტორინგს და თუ რომელიმე კრიტერიუმი გაუარესდება, ან პირიქით გაუმჯობესდება, მისი შეფასებაც გადაიხედება.

„სვანეთში ერთ-ერთ 4-ვარსკვლავიან სასტუმროს ვარსკვლავების გაუმჯობესების სურვილი ჰქონდა, მან მოახერხა და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტატუსის მისაღებად ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. შესაბამისად, ვარსკვლავის მინიჭების შემდეგ სასტუმროები დამატებით გადიან მონიტორინფს და შემოწმების შემდეგ შესაძლოა, შეფასება შემცირდეს, ან პირიქით გაუმჯობესდეს. არის გეგმიური შემოწმებაც, ასევე მონიტორინგი ხორციელდება „იდუმალი სტუმრის“ სტატუსითაც. აღსანიშნავია, რომ ჩვენ უფრო მეგობარი ორგანიზაცია ვართ, რომელიც ბიზნესს რჩევას აძლევს რა უნდა გააკეთონ და რა აქვთ გამოსასწორებელი.

სამცხე ჯავახეთში იყო ასეთი ქეისი, როდესაც სასტუმრომ არ გაითვალისიწინა ის რეკომენდაცია, რომელიც გავეცით, კონკრეტულად საუბარია ლეიბებზე. ყველა ვარსკვლავიან სასტუმროს სხვადასხვა ზომის ლეიბებზე აქვს მოთხოვნა. მათ ვერ მოახერხეს ამ ლეიბების შეცვლა და ამიტომ სასტუმროს სტატუსი შეუჩერდა“, - აღნიშნა მელაძემ.

სტატუსის შეჩერება კი თავის მხრივ საქართველოში მდებარე განთავსების ობიექტებს TripAdvisor-ზე გარკვეულ პრობლემებს უქმნის.

„TripAdvisor-მა საერთოდ მოხსნა თვითშეფასებადი ვარსკვლავები და პლატფორმის გამოყენების საშუალებას არ აძლევს სასტუმროს თუ ის არ არის რეგისტრირებული ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ“, - აღნიშნა მელაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია Horeca Hotel Star Georgia 2018 წელს დაარსდა. ამავე წლიდან ორგანიზაცია ევროპის სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ქოლგა ფედერაციის HOTREC-ის წევრია, დამკვირვებლის სტატუსის ქვეშ, 2021 წლის მაისიდან კი ორგანიზაციამ მოიპოვა The Hotelstars Union-ის ასოცირებული წევრის სტატუსი და არის აღნიშნული ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

სტატუსი Horeca Hotel Star Georgia-ს უფლებას აძლევს ევროპული სტანდარტების და კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით შეაფასოს და მიანიჭოს ვარსკვლავები განთავსების ქართულ ობიექტებს.

The Hotelstars Union-მა დაამუშავა და 2022 წლიდან  ჩაუშვა საქართველოს ქვე-საიტი მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც უკვე განთავსებულია გავარსკვლავიანებული ქართული სასტუმროები: https://www.hotelstars.eu/georgia/

აღსანიშნავია რომ HOTREC და The Hotestars Union უკვე მჭიდროდ თანამშრომლობენ ისეთ საძიებო და კონტენტის სადისტრიბუციო სისტემებთან როგორებიცაა: Google, Tripadvisor, Giata და ა.შ.; აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის წევრები, გარდა ხარისხის ნიშნისა და მაღალი ნდობისა, ისარგებლებენ ისეთი დამატებითი ბენეფიტებით, როგორებიცაა:  

The Hotestars Union-ის შეფასებით სარგებლობენ არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ბრენდები და ფრენჩაიზები ევროპის წამყვან ქვეყნებში, მაგ.:

წევრობა: ფედერაციაში გაწევრიანება შეუძლიათ როგორც ლოკალურ, ასევე ფრენჩაიზ კვებისა და განთავსების ობიექტებს.

არსებობს წევრობის 2 კატეგორია:

  • დამკვირვებლის (ლოკალური და ფრენჩაიზ კვებისა და განთავსების ობიექტები) სტატუსი;
  • სრულუფლებიანი წევრის სტატუსი (წევრობა+კლასიფიკაცია);

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები