დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სატვირთო ვაგონების პარკის განახლებას დიდი გამოწვევაა - დავით ფერაძე

სატვირთო ვაგონების პარკის განახლებას დიდი გამოწვევაა - დავით ფერაძე

2024-05-20 13:15:00

სატვირთო ვაგონების პარკის განახლებას დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, - ამბობს საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი. დავით ფერაძემ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ აღნიშნული გამოწვევა აქტიურია როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. 

„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ფაქტია, რომ ვაგონების შესყიდვის ფასები თითქმის გაორმაგდა. არაერთი ვაგონმშენებელი ქარხანა დაიკეტა რუსეთში.

დსთ-ს წევრი ქვეყნები და შუა დერეფნის ქვეყნები არიან 1520 მმ ლიანდაგზე და შესაბამისად, სტანდარტი 150 წელზე მეტია მუშაობს. რაც შეეხება ვაგონების წარმოებას, მცირე რაოდენობის კომპანიები წარმოებენ ჩვენი სტანდარტის ვაგონებს ევროპაში. მაგრამ თბომავლების და ელმავლების რემონტი ხდება. ახლა შემოგვივიდა ლატვიიდან 4 ერთეული, რომელიც გარემონტდა ლატვიაში.

რაც შეეხება წარმოებას, ფასები გაზრდილია, 2023 წელს პირველად მივიღეთ, პირველად შევიძინეთ 100 ქართული წარმოების ვაგონი, მას შემდეგ გამოვაცხადეთ 3 საერთაშორისო ტენდერი 300 ვაგონის შესყიდვაზე, სამწუხაროდ სამივე ტენდერი უარყოფითად დასრულდა. მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ან ტექნიკურად მიუღებელი დოკუმენტაცია წარმოადგინეს ან წარმოადგინეს სანქცირებული კომპანიების ან ქარხნების შემოთავაზება. რა თქმა უნდა ეს მიუღებელი იყო ჩვენთვის და მომავალ წლის პირველ კვარტალში ვფიქრობთ ახალი ტენდერის გამოცხადებას“, - აღნიშნა დავით ფერაძემ.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები