მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

Scope Ratings - მიკრობანკების საქმიანობის შესახებ კანონი საფინანსო სექტორში კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს და სექტორის ზრდას ხელს შეუწყობს

news image

წამყვანი ევროპული საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Scope Ratings საქართველოში მიკრობანკების საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს აფასებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული,  კანონი საფინანსო სექტორში კონკურენტუნარიანობას გაზრდის, ხელს შეუწყობს მეწარმეებისა და თვითდასაქმებულთა მხარდაჭერასა და ეკონომიკურ ზრდას.

„საქართველოში მოქმედი მიკრობანკების შესახებ საკანონმდებლო ჩარჩო შექმნილია საფინანსო სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, პროდუქტების შეთავაზებებისა და მომსახურებების ასორტიმენტის გასაფართოებლად და მეწარმეებისა და თვითდასაქმებულთა მხარდასაჭერად, რაც ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს“, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

2024 წლის დეკემბერში, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალზე“ (ემბისი) საქართველოს პირველი მიკრობანკის ლიცენზიის გაცემა მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენდა საფინანსო სექტორის განვითარებაში. ამასთან, აღნიშნულმა განაპირობა „ემბისის“ რეიტინგის გაუმჯობესება B/დადებითიდან B+/სტაბილურ დონემდე.

სტატიაში საუბარია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების საკანონმდებლო ჩარჩოსთან შედარებით მიკრობანკების ჩარჩოს უპირატესობაზე, რაც სესხის გაცემის გაზრდილ ლიმიტს შეეხება.

Scope Ratings-ის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენელი ალვარო დომინგეს ალკალდე აღნიშნავს, რომ საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან შედარებით, მიკრობანკები უფრო მკაცრ მარეგულირებელ მოთხოვნებს ექვემდებარებიან, რამაც უნდა შეამციროს კრედიტორთა რისკები და შესაბამისად, დროთა განმავლობაში, მიკრობანკებისთვის დაფინანსების ხარჯები. 

ავტორი იმასაც ვარაუდობს, რომ მიკრობანკების სექტორი სწრაფად გაიზრდება და 1 მილიარდი ლარის მოცულობის წლიურ ზრდას აჩვენებს.

„მიუხედავად მოლოდინისა, რომ მიკროსაფინანსო სექტორთან (რომელიც 2024 წლის სექტემბრისთვის 2.3 მილიარდს შეადგენდა) შედარებით მიკროსაბანკო სექტორი უფრო მცირე ზომის იქნება, გვჯერა, რომ უფრო დიდი მოცულობის სესხების გაცემის შესაძლებლობის ხარჯზე მიკროსაბანკო სექტორი სწრაფად გაიზრდება. დაკრედიტების მოცულობის 20%-იანი წლიური ზრდის დაშვებით, 2026 წლისთვის შესაძლოა სექტორის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს მიაღწიოს“, - აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა, სხვა სუბიექტებსაც შეუძლიათ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენა. საქართველოს ეროვნულ ბანკს, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემისთვის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მკაცრი, ერთწლიანი ვადა აქვს განსაზღვრული. აღსანიშნავია ისიც, რომ განაცხადის უარყოფის შემთხვევაში, ორგანიზაციებს შეუძლიათ ხელახლა გააკეთონ განაცხადი შეზღუდვების გარეშე.

Scope Ratings-ი წამყვანი ევროპული საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოა, რომელიც  სახელმწიფოების, საფინანსო ინსტიტუტებისა და კორპორაციებისთვის დამოუკიდებელ საკრედიტო რეიტინგებს, კვლევებს და რისკების ანალიზს ამზადებს.  2023 წელს სააგენტო აღიარა ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, რითაც მისი საკრედიტო რეიტინგები ევროსისტემის საკრედიტო შეფასების ჩარჩოს (ECAF) მიხედვით მისაღებად იქნა მიჩნეული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ემბისის“ შემდეგ მიკრობანკის ლიცენცია მიმდინარე წლის 12 თებერვალს სს "კრისტალზეც" გასცა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა