მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

სეზონი გავხსენით, მაგრამ პროდუქტზე მოთხოვნა შეგვიმცირდა - ,,პონპონჩიკი“ 

news image

კაფე „პონპონჩიკი“– ადგილია, რომელიც სპეციალურად ე.წ “პონჩიკის” მოყვარულებისთვის შეიქმნა. სხვადასხვა ასორტიმენტის, იტალიური რეცეპტით დამზადებული ფუნჩულა და სხვა საკონდიტრო ნაწარმი დიდი მოწონებით სარგებლობს და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია.

წელს ვითარება განსხვავებულია იმ თვალსაზრისით, რომ მოთხოვნა ნაკლებია, რასაც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი სალომე იაშვილი გეოპოლიტიკურად დაძაბულ ვითარებას უკავშირებს.

როგორც იგი  Business Insider Georgia- თან ამბობს, სეზონი გაიხსნა, თუმცა რეალიზაცია ჯერჯერობით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს გაყიდვებზე. დაიწყო მუშაობა, ცოტათი გავაქტიურდით კიდეც, მაგრამ სიტუაცია არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ალბათ, დეკემბრიდან გაუმჯობესდება მდგომარეობა და მოთხოვნა გაიზრდება.  რეგიონში მიმდინარე ომი, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა და სხვა, ეს ყველაფერი ბიზნესზე მოქმედებს. ის ფენა, ვინც თავის თავს აძლევდა უფლებას, ბევრი ეყიდა, მარაგი  აშკარად შეამცირეს. ისეთში შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა ცდილობს, თანხა დაზოგოს და ფუფუნების საგნების მიმართ ინტერესი ნელდება. ასეა ყველა სეგმენტში და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი", - ამბობს სალომე იაშვილი.

მისი ინფორმაციით, კაფეში წარმოდგენილი „პონპონჩიკები“ მხოლოდ ნატურალური და უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით მზადდება.

კაფეში მოსულ სტუმარს შეუძლია როგორც სასურველი ტკბილეულის ადგილზე მირთმევა, ისე მისი თან წაღებაც, მოქმედებს ადგილზე მიტანის სერვისიც. 

ცნობისთვის, „პონპონჩიკი“ კაფე 2016 წელს გაიხსნა. 24 სახეობის უგემრიელესი ფუნჩულა და პიშკები ვაკეში, ზ.ფალიაშვილის 80-ში არსებულ საკონდიტროში მზადდება. თითო ფუნჩულას ფასი 3,50 ლარია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა