დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სეზონს 20-25%-იანი ზრდით ვასრულებთ, აღმავალ ტრენდს 2024 წელსაც შევინარჩუნებთ - ,,ზუზუმბო"

სეზონს 20-25%-იანი ზრდით ვასრულებთ, აღმავალ ტრენდს 2024 წელსაც შევინარჩუნებთ - ,,ზუზუმბო"

05-12-2023 13:19:08

კახეთში მდებარე სასტუმრო Zuzumbo Resort & Spa წლევანდელ სეზონს აფასებს. როგორც სასტუმროს გენერალური მენეჯერი ალექსი ფარადაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია, რაზეც ცნობადობის ზრდამ და განხორციელებულმა პროექტებმა დადებითად იმოქმედეს.

„წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 20-25%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. ამ მხრივ განსაკუთრებით იმ გარემოებამ მოახდინა გავლენა, რომ ცნობადობა უფრო გაიზარდა, გავზარდეთ ბაზარზე ჩვენი წილი და ინფრასტრუქტურაც მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ.

ერთი თვის წინ სპა ცენტრი დავამატეთ, რომელიც აქამდე არ გვქონდა. ხოლო აგვისტოში ბავშვთა გასართობი სივრცე დაემატა. მთელი სეზონის განმავლობაში შენარჩუნდა აქტიური ტემპი. მომხმარებლების დიდი ნაწილი ადგილობრივი მომხმარებლები იყვნენ, რაც შეეხება უცხოელ ვიზიტორებს, მათ წილი დაახლოებით 8%-ს შეადგენს", - ამბობს ალექსი ფარადაშვილი.

მისი ინფორმაციით, ,,ზუზუმბო" აგრძელებს განვითარებას და მომავალ წელს დაემატება დაახლოებით 10 ნომერი, რომელიც კოტეჯებში განაწილდება. ასევე იგეგმება სარესტორნო სივრცის გაფართოება.

ცნობისთვის, სასტუმრო ,,ზუზუმბო” 2020 წელს გაიხსნა. პროექტის საინვესტიციო საწყისი მოცულობა 60 მლნ ლარია. სასტუმრო მოიცავს 8 სართულიან მთავარ შენობასა და ფიჭვნარში განთავსებულ ცხრა კოტეჯს, რომელსაც აქვს 66 ნომერი, მათ შორის არის 7 ლუქსი, 10-საოჯახო და 45-სტანდარტული. ასევე აქვს რესტორანი ბარითა და ვერანდით, ლაუნჯი, ღია კაფე, კახური ეზო, ღია და დახურული საცურაო აუზები, საუნა, საკონფერენციო დარბაზი, საბავშვო სივრცე, ტურები კახეთის მასშტაბით.

დღეისათვის, სასტუმრო „ზუზუმბო რეზორტი და სპა“-ში 85-მდე ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები