დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შუა დერეფანში ტვირთნაკადის გაზრდის კუთხით აუცილებელია ყველა რკინიგზამ, სანაოსნომ თუ ტერმინალმა თავისი სუსტი წერტილები გააძლიეროს - დავით ფერაძე

შუა დერეფანში ტვირთნაკადის გაზრდის კუთხით აუცილებელია ყველა რკინიგზამ, სანაოსნომ თუ ტერმინალმა თავისი სუსტი წერტილები გააძლიეროს - დავით ფერაძე

20-05-2024 16:30:00

შუა დერეფანში ტვირთნაკადის გაზრდის კუთხით აუცილებელია ყველა რკინიგზამ, სანაოსნომ თუ ტერმინალმა თავისი ვიწრო და სუსტი წერტილები გააძლიეროს, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი.

დავით ფერაძემ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, შუა დერეფნის ფარგლებში რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გაფართოების პროექტი, რომელიც ამ დროისავის ინტენსიურად მიმდინარეობს წლის ბოლოსთვის დასრულდება.

„შუა დერეფნის ასოციაციის ფარგლებში ჩვენთან უღელტეხილზე, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, სუსტი წერტილი იყო უღელტეხილი. წლების ადრე საქართველოს რკინიგზამ დაიწყო პროექტი, რაც გულისხმობს ამ სუსტი, ვიწრო ყელის გაფართოებას. რაც ნიშნავს გამტარუნარიანობის გაზრდას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია და ნაწილობრივ დასრულებულია, 42 კმ ახალი სარკინიგზო ხაზი, მათ შორის აშენდა 10 ხიდი, 6 სარკინიგზო გვირაბი. რაც ყველაზე მთავარია წლის ბოლოს ეს პროექტი დასრულდება და პროექტის ფარგლებში საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება თითქმის 2-ჯერ 27 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე. მთავარია, რომ დაჩქარდება დრო, სამგზავრო მატარებლის მიმოსვლა შემცირდება ნახევარი საათით, შემცირდება ასევე უღელტეხილზე საოპერაციო ხარჯები და გაიზრდება უსაფრთხოების სტანდარტი“, - აღნიშნა დავით ფერაძემ.

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თქმითვე, დადებითი ეფექტი შეეხება მგზავრებსაც, მაგრამ მთავარი ასპექტი მაინც სატვირთო გადაზიდვების გამტარუნარიანობის გაზრდაა, რაც შუა დერეფანში ამ ეტაპზე ყველაზე მოთხოვნადია. 

დავით ფერაძის თქმით, დღეს შუა დერეფნის ასოციაციაში ჩართულია არაერთი ქვეყანა, მათ შორის ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი.

„დერეფანში ყველას აქვს თავისი ამოცანა, ხელმოწერილია დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს შუა დერეფნის განვითარების გეგმას. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანა იყო ამ უღელტეხილის გამტარუნარიანობის გაზრდა.

ჩვენს დერეფანში ყველაზე სუსტი წერტილი იყო უღელტეხილი, რასაც ემატება სხვადასხვა პუნქტები მოძრავი შემადგენლობების განახლება, ელმავლების დამატება, 

რაც შეეხება დერეფნის საქმიანობას და ამ შეხვედრების შედეგებს, ჩვენი ამოცანა ჩინეთიდან წამოსული ტვირთი შავი ზღვის დანიშნულებით თუ თურქეთის დანიშნულებით მერე ევროპაზე მოხდეს აქ კიდევ უფრო მეტად გამჭოლი, ერთიანი ტარიფებით“, - აღნიშნავს საქართველოს რკინიგზის ხელმძვანელი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები