დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„სკიჯის სახლი“ - გრანტით დაწყებული ბიზნესი

„სკიჯის სახლი“ - გრანტით დაწყებული ბიზნესი

2023-02-13 16:00:18

მცირე საოჯახო ბიზნესიდან, მაღალი სტანდარტების შესაბამის ბიზნესამდე ამხანაგობა ,,სკიჯის სახლმა“ ხანგრძლივი და შრომატევადი გზა გაიარა.

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ საგრანტო პროგრამის ხელშეწყობით, სკიჯის დამფუძნებლებს სტიმული მიეცათ დაეტოვებინათ  ქალაქი და საკუთარი საქმიანობის უკეთ განვითარებისთვის, საცხოვრებლად, ჩოხატაურის რაიონ სოფელ ხიდისთავში გადასულიყვნენ.

,,სააგენტოს საგრანტო პროგრამის გარეშე ბიზნეს ვერ და არც დავიწყდებდით. 2015 წელს პირველი გრანტით, 5000 ლარით, ჩირის წარმოებისთვის დავფინანსდით. ამ გამარჯვებამ გამბედაობა მოგვცა დავბრუნებულიყავით იმ ადგილას, სადაც მხოლოდ შვებულებასა და არდადეგებს ვატარებდით. საქმიანობის განვითარების პროცესში ახალი იდეაც გაჩნდა, გაგვეკეთებინა საოჯახო ტიპის სასტუმრო.

2017 წელს, ოჯახის ორი წევრის გაერთიანებით, კიდევ ერთი 10 ათას ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ. ახალი ტურისტული ადგილის გამოჩენა შავიზღვისპირეთში ჩამოსული ტურისტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა.

გურულ ოჯახში ცხოვრება, საოჯახო საქმიანობაში მონაწილეობა და საგრანტო პროგრამით დაფინანსებული ჩირის წარმოების გაცნობა კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა ტურისტებისთვის. განსაკუთრებით ინტერესდებიან ადგილობრივი კერძების მასტერკლასებით, რომელსაც ჩვენ ვუტარებთ“ - ამბობს დარეჯან ბერძენიშვილი, “სკიჯის“ დამფუძნებელი.

2022 წლამდე სასტუმროს მფობელებმა შეძლეს ბიზნესის სტაბილური განვითარება, თუმცა მათი მცირე აქტივი, რომელიც საცხოვრებელ სახლსა და მის გარშემო ეზოს მოიაზრებდა, საკმარისი არ აღმოჩნდა ბანკთან თანამშრომლობისთვის. ,,სკიჯის სახლმა“ საჭირო თანხის მობილიზებისთვის სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო-საგარანტიო სქემით ისარგებლა, რაც მცირე ბიზნესისთვის სახელმწიფოსგან  საკრედიტო გარანტიის გაცემას გულისხმობს. სააგენტოს საკრედიტო-საგარანტიო სქემით მიღებული სესხი კოტეჯების აშენებასა და მოწყობას მოხმარდება, რისი სამუშაოებიც უკვე დაწყებულია. საცხოვრებელ სახლში მცირე გრანტით დაწყებული ორი მცირე ბიზნესი, სახელმწიფო პროგრამების დახმარებით მაღალი სტანდარტის შესაბამის საოჯახო ბიზნესად გადაიქცევა.

,,უკვე გვაქვს ევროსტანდარტის შესაბამისი საოჯახო საამქრო „სკიჯი“, მისი ექსტერიერი გურული ტრადიციული ოდაა, რომელიც თავის მხრივ ტურისტულ პროდუქტსაც წარმოადგენს, მისი სადეგუსტაციო სივრცით; უკვე გაშენდა ციტრუსისა და ხეხილის საჩვენებელი მეურნეობა ტურისტებისთვის ხიდან - ჩირამდე. აშენდა ფანჩატური, გაიმართა გურული ქუხნა. დაგეგმილია კომფორტული, ინდივიდუალური კოტეჯებისა და პროფესიული სამზარეულო-სასადილოს აშენება. ამით ჩვენი ორივე ბიზნესი, ჩირის წარმოება და საოჯახო სასტუმრო, ერთიან კონცეფციაში გაერთიანდება. ვაპირებთ გასტროტურიზმის კომპონენტის დამატებას, რომელიც გურულ ტრადიციულ სამზარეულოზე და ექსპერიმენტულ გემეოებზე იქნება დამყარებული.“ - ამბობს დარეჯან ბერძენიშვილი, “სკიჯის“ დამფუძნებელი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები