დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„სნოს“ წყალს ახალი არომატი დაემატა, კომპანიის გაყიდვები იზრდება - „აქვა გეო“

„სნოს“ წყალს ახალი არომატი დაემატა, კომპანიის გაყიდვები იზრდება - „აქვა გეო“

15-05-2024 18:00:00

წყალი „სნო“, რომელიც აქამდე არომატიზირებული წყლების ბაზარზე ლიმონისა და ბროწეულის ნატურალური არომატებით იყო წარმოდგენილი უკვე ფეიხოას არომატიც დაემატა.

როგორც Business Insider Georgia-ს წყალი „სნოს“ მწარმოებელი კომპანია “აქვა გეოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე კოროშინაძემ განუცხადა, ახალ პროდუქტთან მიმართებით მომხმარებლების უკუკავშირი დადებითა და ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ პროდუქტს, ძალიან სასიამოვნო და განსაკუთრებული არომატი აქვს.

„ფეიხოას არომატიზირებული წყლის წარმოება, 1 თვეზე მეტია რაც დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის გაყიდვებში ჩაშვებიდან ძალიან მცირე დროა გასული, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლების მხრიდან. ზოგადად, ჩვენს მიერ წარმოებული არომატიზირებული წყლები ძალიან გამორჩეულია გემოთი, რაც ფეიხოს შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ დასტურდება. ამავდროულად, გემოვნური თვისებების შედგენაში ძალიან გვეხმარება ჩვენი უნიკალური წყალი „სნო“.  

მომხმარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ პროდუქტს, ძალიან სასიამოვნო და განსაკუთრებული არომატი აქვს“, - აცხადებს  ალექსანდრე კოროშინაძე.

კომპანიის  მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ნებისმიერი პროდუქტის ჩაშვებამდე და წარმოებამდე,  “აქვა გეო“ ყოველთვის ახდენს ბაზრის კვლევას და ამყარებს კომუნიკაციას მომხმარებლებთან,

„ყველა ჩვენი წამოწყება დაფუძნებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე და სწორად ამიტომ შემოაბიჯა არომატიზირებული წყლების ბაზარზე ლიმონთან და ბროწეულთან ერთად ფეიხომ“,- ამბობს “აქვა გეოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი.

ცხადია კომპანია არსებულ მიღწევების არ კმაყოფილდება და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე ინტენსიურად მუშაობს. 

„ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ და ვმუშაობთ პროდუქტის ასორტიმენტის გაზრდაზე. შესაბამისად, ახლო პერიოდშიც ვგეგმავთ საინტერესო სიახლეების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

წყალი „სნო“ ადგილობრივი ბაზრის გარდა აქტიურად იყიდება საექსპორტო ბაზრებზეც. „სნო“ მსოფლიოს მასშტაბით 15-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასთან ერთად მზარდია „სნოს“ გაყიდვების მაჩვენებლებიც.

„გამომდინარე იქიდან, რომ  ბაზარზე „სნო“ მოწინავე ბრენდია, პროცენტული მაჩვენებლების სწორად ამაზე მეტყველებს. წლიდან წლამდე დაახლოებით 20-22%-იანი ზრდა გვაქვს, ხოლო რაც შეეხება მტკნარი წყლის რეალიზაციის ბაზრის წილს, ამ ნაწილში, 42-46% გვიკავია“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან წყალი „სნოს“ მწარმოებელი კომპანია “აქვა გეოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე კოროშინაძემ.

კომპანია “აქვა გეო” 2009 წელს შეიქმნა. კომპანიის მესვეურებმა მიზნად დაისახეს ქართული უნიკალური წყლის პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

 სნო! კამკამა და გემრიელი წყალია, რომელიც მთებში იბადება, შემდეგ დაბლა ბარისკენ ეშვება და მუხრანის ველის ქვეშ წყლის აუზს ქმნის. კომპანია „აქვა გეო“-ს ქარხანაც სწორედ აქ მუხრანის ველზე მოიპოვებს მას.

წყლის მოპოვება 150 მეტრის სიღმიდან ხდება. წყლის რესურსი მიწის ზედაპირიდან 4 წყალგაუმტარი შრით არის იზოლირებული და ამის გამო ის ბუნებრივად არის დაცული ნებისმიერი სახის დაბინძურებისგან.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები